ზუგდიდში „ნაციონალური მოძრაობის“ საწინააღმდეგოდ „ქართული ოცნების“ მხარდამჭერები იკრიბებიან

ზუგდიდის სკეიტ პარკის მიმდებარედ მოქალაქეები იკრიბებიან. მათი ნაწიკი პარკთან მისვლის მიზეზს არ ასახელებს, ნაწილი კი აცხადებს, რომ ადგილზე "ნაციონალური მოძრაობის" წინააღმდეგ შეიკრიბნენ. პარკთან იმყოფებიან ზუგდიდის სოფლის რწმუნებულები. ზოგიერთი მათგანის თქმით, იუსტიციის სახლში იმყოფებოდა და „აქ მხოლოდ შეკრებილ მეგობრებს მიესალმა“, სოფელ შამგონოს წარმომადგენლის, ზაზა ხუბუას განცხადებით კი, „მოქალაქეების პროტესტს უერთდება“.

"არ მოგვწონს ის, რასაც აკეთებს ოპოზიცია. მოვუწოდებთ მოსახლეობას, „ნაცმოძრაობას“ არ დაუჭირონ მხარი. ამისთვის შევიკრიბეთ. თავად გადავწყვიტეთ აქ შეკრება და გვინდა, რომ ჩვენი გულისტკივილი გამოვხატოთ. აქ არის ჩვენი სამეგობრო. ადრეც გვინდოდა შეკრება და ძალიან ცუდია, რომ ვერ მოვახერხეთ", - განაცხადა ხუბუამ.

„ნაციონალური მოძრაობის“ ინფორმაციით, სკეიტ პარკთან შეკრებილები "ქართული ოცნების" მხარდამჭერები არიან, რომლებიც მსვლელობის გამართვას გეგმავენ.

ფარხატ მამედოვი - სომხებმა რაც უნდა ის გააკეთონ, დაგვაყენონ ფაქტის წინაშე, რომ რუსი მესაზღვრეები აღარ დგანან სომხეთ-ირანის საზღვარზე, ამის შემდეგ დადგება ახალი რეალობა და თავის პოზიციას აზერბაიჯანიც ჩამოაყალიბებს
ქართული პრესის მიმოხილვა 25.04.2024
არჩილ მორჩილაძე - AACI-ის გეგმის მიხედვით, 2024 წლის 15 სექტემბრამდე, ყველა კლინიკაში უნდა დასრულდეს ძირითადი აუდიტის პროცესი, რათა შემდეგ დარჩეს დრო ხარვეზების გამოსწორებისა და მაკორექტირებელი გეგმების წარსადგენად
თბილისში ახალი კლინიკა - ჟორდანიას სამედიცინო ცენტრი გაიხსნება
m² კოლაბორაციულ პროექტს იწყებს
GM PHARMA ამერიკის სავაჭრო პალატის (AmCham) წევრი გახდა