ზუგდიდში, აქციის მონაწილეები მსვლელობას მართავენ და სკანდირებენ „არა ნაცებს“, „არა მიშას“

ზუგდიდში, აქციის მონაწილეები მსვლელობას მართავენ და სკანდირებენ „არა ნაცებს“, „ არა მიშას“. შეგახსენებთ, რომ ზუგდიდის სკეიტ პარკის მიმდებარედ მოქალაქეები შეიკრიბნენ. მათი ნაწილი პარკთან მისვლის მიზეზს არ ასახელებდა, ნაწილი კი აცხადებდა, რომ ადგილზე "ნაციონალური მოძრაობის" წინააღმდეგ შეიკრიბნენ.

პარკთან იმყოფებოდნენ ზუგდიდის მუნიციპალიტეტის სოფლების რწმუნებულები. ზოგიერთი მათგანის თქმით, იუსტიციის სახლში იმყოფებოდა და „აქ მხოლოდ შეკრებილ მეგობრებს მიესალმა“, სოფელ შამგონოს წარმომადგენლის, ზაზა ხუბუას განცხადებით კი, „მოქალაქეების პროტესტს უერთდება“.

"არ მოგვწონს ის, რასაც აკეთებს ოპოზიცია. მოვუწოდებთ მოსახლეობას, „ნაცმოძრაობას“ არ დაუჭირონ მხარი. ამისთვის შევიკრიბეთ. თავად გადავწყვიტეთ აქ შეკრება და გვინდა, რომ ჩვენი გულისტკივილი გამოვხატოთ. აქ არის ჩვენი სამეგობრო. ადრეც გვინდოდა შეკრება და ძალიან ცუდია, რომ ვერ მოვახერხეთ", - განაცხადა ხუბუამ.

ფარხატ მამედოვი - სომხებმა რაც უნდა ის გააკეთონ, დაგვაყენონ ფაქტის წინაშე, რომ რუსი მესაზღვრეები აღარ დგანან სომხეთ-ირანის საზღვარზე, ამის შემდეგ დადგება ახალი რეალობა და თავის პოზიციას აზერბაიჯანიც ჩამოაყალიბებს
ქართული პრესის მიმოხილვა 25.04.2024
ხათუნა ბურკაძე - ევროპისკენ სვლა საქართველოს ისტორიული არჩევანია და მისი მიღწევა ჩვენი კონსტიტუციური ვალია
თბილისში ახალი კლინიკა - ჟორდანიას სამედიცინო ცენტრი გაიხსნება
m² კოლაბორაციულ პროექტს იწყებს
GM PHARMA ამერიკის სავაჭრო პალატის (AmCham) წევრი გახდა