ზუგდიდში „ნაციონალური მოძრაობის“ ოფისთან სამართალდამცველები არიან მობილიზებულები - აქციის მონაწილეები შენობას ცოცხებს და კვერცხებს ესვრიან

ზუგდიდში „ნაციონალური მოძრაობის“ პარტიულ ოფისთან, სადაც „ქართული ოცნების“ მხარდამჭერები საპროტესტო ქციას მართავენ, პოლიცია ცოტა ხნის წინ მივიდა. ისინი პარტიის ოფისთან განლაგდნენ. ჟურნალისტების კითხვაზე, რატომ დაიგვიანეს სამართალდამცველებმა ადგილზე, შსს-ს წარმომადგენელმა უპასუხა, რომ პოლიცია წესრიგს იცავს.

„პოლიცია წესრიგს იცავს, აგერ ვართ პოლიციელები“, აღნიშნა შსს-ს წარმომადგენელმა.

ადგილზე სიტუაცია დაძაბულია, მმართველი პარტიის მხარდამჭერების მხრიდან ოპოზიციის მისამართით ისმის სხვადასხვა სახის შეძახილები, ისინი ასევე შენობას ესვრიან კვერცხებს, ცოცხსა და პლასტმასის კასრებს.

გიორგი კაჭარავა - 2024 წლის აპრილის მოვლენები განსაზღვრავენ გლობალური პოლიტიკის და უსაფრთხოების სამომავლო ტრენდებს
ზაზა ფირალიშვილი -  მხოლოდ ერთი ნაბიჯია იმ ზღვრულ მომენტამდე, რომლის შემდეგაც ან დაუფარავი ავტორიტარიზმია, ან - პოლიტიკური კრახი
ქართული პრესის მიმოხილვა 22.04.2024
„არქიში“ ერთ დღეში 150 ბინა გაიყიდა