ანონსი  4 დეკემბერი

4 დეკემბერს, 10:00 საათზე, საქართველოს კათოლიკოს პატრიარქი ილია მეორე სიონის საკათედრო ტაძარში წირვას ჩაატარებს. წირვა ღვთისმშობლის ტაძრად მიყვანების დღესასწაულთან დაკავშირებით ჩატარდება.

4 დეკემბერს, 10.00 საათზე, ვიცე-პრემიერი, რეგიონული განვითარებისა და ინფრასტრუქტურის მინისტრი მაია ცქიტიშვილი პროექტის „სტუდენტები თვითმმართველობაში 2019“ მონაწილეებს შეხვდება.

მის: ალ.ყაზბეგის გამზ. #12, რეგიონული განვითარებისა და ინფრასტრუქტურის სამინისტრო

4 დეკემბერს, 10:00 საათზე, საქართველოს ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების მინისტრის მოადგილე დავით თვალაბეიშვილი გახსნის კონფერენციას „გლობალური ენერგეტიკული ტრენდები. გამოწვევები და შესაძლებლობები“.

მის: საგამოფენო ცენტრი „ექსპო ჯორჯია“, წერეთლის გამზირი # 118

4 დეკემბერს, 10:30 საათზე, თბილისის საქალაქო სასამართლოში, 20 ივნისის საქმეზე დაკავებულების, ბესიკ თამლიანის, ზურაბ ბუდაღაშვილის, ცოტნე სოსელიას და კახაბერ კუპრეიშვილის სასამართლო პროცესი გაიმართება.

4 დეკემბერს, 10.30 საათზე, სასტუმრო „თბილისი მარიოტში“, ინფორმაციის თავისუფლების განვითარების ინსტიტუტი (IDFI) ევროკავშირის (EU) მხარდაჭერით საპროცესო შეთანხმების შესახებ კანონმდებლობისა და პრაქტიკის ანალიზის პრეზენტაციას გამართავს.

მის: შოთა რუსთაველის გამზ.13

4 დეკემბერს, 11:00 საათზე, საკრებულოში დედაქალაქის მთავრობის სხდომა გაიმართება.

მის: თავისუფლების 2

4 დეკემბერს, 11:00 საათზე, ჩეხეთის საელჩოში, გაეროს განვითარების პროგრამა (UNDP) და ჩეხეთის საელჩო წარადგენენ კვლევას ოჯახში ძალადობის შემსწრეთა ქცევის შესახებ.

ღონისძიებას გახსნიან ჩეხეთის რესპუბლიკის ელჩი საქართველოში, პეტრ მიკისკა, და UNDP-ის ხელმძღვანელი საქართველოში, ლუიზა ვინტონი.

მის: ჩეხეთის საელჩო, ჭავჭავაძის გამზირი 37 (შესასვლელი აბულაძის ქუჩის მხრიდან)

საკონტაქტო: სოფია ქამუშაძე, ჩეხეთის საელჩო, 577 557 578, სოფო ჭიჭინაძე, UNDP, 599 196907, მაგდა ნოვაკოვსკა, UNDP, 598 822544

4 დეკემბერს, 11.00 საათზე, საქართველოს იუსტიციის უმაღლეს სკოლაში, ,,საქართველოს ქალ მოსამართლეთა ასოციაციის“ ორგანიზებით, გაიმართება შეხვედრა ევროკავშირის პროექტის ,,მართლმსაჯულების რეფორმის მხარდაჭერა“ ხელმძღვანელთან მოსამართლე რენატა ვინტერთან.

4 დეკემბერს, 11:00 საათზე, სახალხო დამცველი ნინო ლომჯარია საკონსტიტუციო სასამართლოს სხდომას დაესწრება და არგუმენტებს წარადგენს სარჩელზე, რომელიც უზენაესი სასამართლოს მოსამართლეობის კანდიდატების შერჩევის წესის არაკონსტიტუციურად ცნობას ითვალისწინებს.

აღნიშნული სარჩელით საკონსტიტუიო სასამართლოს სახალხო დამცველმა 2019 წლის 1 ნოემბერს მიმართა.

4 დეკემბერს, 12:00 საათზე, საქათველოს ოკუპირებული ტერიტორიებიდან დევნილთა, შრომის, ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის მინისტრის მოადგილე ზაზა ბოხუა და თბილისის სახელმწიფო სამედიცინო უნივერსიტეტის რექტორი ზურაბ ვადაჭკორია 586-ე დადგენილებასთან დაკავშირებით საექიმო საქმეების მაძიებელ პირებს შეხვდებიან.

თემა: 586 დადგენილება, რომელიც ერთიანი დიპლომისშემდგომი საკვალიფიკაციო და სახელმწიფო სასერტიფიკაციო გამოცდებზე გადასახადის დაწესებას ეხება.

მის: თბილისის სახელმწიფო სამედიცინო უნივერსიტეტის ადმინისტრაციული კორპუსის სათათბირო ოთახი. ვაჟა-ფშაველას N33

საკონტაქტო: თათია წერეთელი 599 499 004

4 დეკემბერს, 12:00 საათზე, მედიაჰოლდინგ „კვირას“ პრესკლუბში იურისტი, ევროსასამართლოს ექსპერტი ლია მუხაშავრია განცხადებას გააკეთებს.

თემა: უზენაესი სასამართლოს მოსამართლეობის კანდიდატები და პარლამენტის მიერ მათი დამტკიცების საკითხი.

მის: კოსტავას ქუჩა 47/57 (ჩაჩავას კლინიკის მოპირდაპირე მხარეს. სასტუმრო „ევროპის“ გვერდით) . III სართული (ლიფტით I). IV ოთახი.

საკონტაქტო: 593 53 45 24

4 დეკემბერს, 12:30 საათზე, მედიაჰოლდინგ „კვირას“ პრესკლუბში ორგანიზაცია „კონსტიტუციის 42-ე მუხლის“ თავმჯდომარე, უზენაესი სასამართლოს ყოფილი თავმჯდომარის თანაშემწე კახა წიქარიშვილი განცხადებას გააკეთებს.

თემა: უზენაესი სასამართლოს მოსამართლეობის კანდიდატების სია და სპეციალური მიმართვა პარლამენტის დეპუტატებს.

მის: კოსტავას ქუჩა 47/57 (ჩაჩავას კლინიკის მოპირდაპირე მხარეს. სასტუმრო „ევროპის“ გვერდით) . III სართული (ლიფტით I). IV ოთახი.

საკონტაქტო: 593 53 45 24

4 დეკემბერს, 12.50 საათზე, საქართველოს ვიცე-პრემიერი, რეგიონული განვითარებისა და ინფრასტრუქტურის მინისტრი მაია ცქიტიშვილი, მხარის გუბერნატორთან ერთად, კასპის მუნიციპალიტეტში ინფრასტრუქტურულ პროექტების მიმდინარეობას გაეცნობა: სოფელ კოდისწყაროს სკოლა - 12:50 სთ; კასპის ინოვაციების ცენტრი და პროფ სასწავლებელი - 13:15 სთ; კასპის საფეხბურთო სტადიონი - 13:35 სთ; სოფელ წინარეხის სკოლა - 14:20 სთ.

4 დეკემბერს, 13:30 საათზე, თბილისის საქალაქო სასამართლოში, ხორავას ქუჩაზე დავით სარალიძის მკვლელობის ბრალდებით დაკავებული მიხეილ კალანდიას სასამართლო პროცესი გაიმართება.

4 დეკემბერს, 13:30 საათზე, საქართველოს ტექნიკური უნივერსიტეტის II კორპუსში, კორნელი კეკელიძის სახელობის საქართველოს ხელნაწერთა ეროვნული ცენტრი, ივანე ბერიტაშვილის სახელობის ექსპერიმენტალური და ბიომედიცინის ცენტრი და საქართველოს ტექნიკური უნივერსიტეტი ურთიერთთანამშრომლობის მემორანდუმს მოაწერენ ხელს.

4 დეკემბერს, 14:00 საათზე, თბილისის საქალაქო სასამართლოში ნიკა გვარამიას, კახა დამენიას და ზურაბ იაშვილის წინასასმართლო სხდომა გაიმართება.

4 დეკემბერს, 14:30 საათზე, კომპანია „თბილისის მიკროავტობუსის“ გენერალური დირექტორი დავით ასანიძე პრესკონფერენციას გამართავს.

მის: ბოხუას 4 (მიონის ყოფილი შენობა, სართული მე -7 და შემდეგ გაჰყევით მაჩვენებლებს)

4 დეკემბერს 15:00 საათზე, თბილისის სააპელაციო სასამართლოსთან, „უფლებადამცველთა ასოციაცია“ აქციას გამართავს სახელწოდებით „არა ლობიოს სამართალს“, რომლითაც გააპროტესტებს ლაშა ჩხარტიშვილის დაპატიმრებას და სიმბოლურად მიიტანს ლობიოს 41 მარცვალს.

საკონტაქტო: ნიკა მემანიშვილი 598555445

4 დეკემბერს, 15:00 საათზე, კავკასიის საერთაშორისო უნივერსიტეტის მულტიმედია ცენტრში გაიმართება ილინოისის უნივერსიტეტის კონვერგენტული მედიის სკოლის დირექტორის, დოქტორ ნათან კარპენტერის საჯარო ლექცია თემაზე: “სოციალური მედია და ციფრული სიახლენი”. ამავე დღეს დაგეგმილია დისკუსია დოქტორ ნათან კარპენტერთან, თანამედროვე მედიაგანათლების პრობლემებზე.

ღონისძიების მხარდამჭერია აშშ-ის საელჩო საქართველოში.

მის:ჩარგლის ქ. N 73

საკონტაქტო: ანანო წივწივაძე 599 56 34 55

დიმიტრი ცქიტიშვილი - სამწუხაროდ, დღეს საქართველო ჩვენი ევროპელი მოკავშირეებისთვის საეჭვო და არასანდო პარტნიორია
გიორგი კაჭარავა - 2024 წლის აპრილის მოვლენები განსაზღვრავენ გლობალური პოლიტიკის და უსაფრთხოების სამომავლო ტრენდებს
ქართული პრესის მიმოხილვა 25.04.2024
Mastercard-ის ფინანსური განათლების პროექტის ფარგლებში, სამცხე-ჯავახეთის სახელმწიფო უნივერსიტეტში, ფინანსური კუთხე გაიხსნა
ბერლინის ფილარმონიული ორკესტრის კონცერტებს საქართველოში დენიელ ჰარდინგი უდირიჟორებს
„საქკაბელის“ მიერ წარმოებული სოლარ კაბელის შეძენა უკვე შესაძლებელია
„არქიში“ ერთ დღეში 150 ბინა გაიყიდა