გორში შშმ პირთა საერთაშორისო დღე აღინიშნა

შეზღუდული შესაძლებლობის მქონე პირთა საერთაშორისო დღე გორის მუნიციპალიტეტის მერმა კონსტანტინე თავზარაშვილმა და შიდა ქართლის სახელმწიფო რწმუნებულმა გიორგი ხოჯევანიშვილმა კეთილდღეობისა და განვითარების ცენტრში აღნიშნეს. ამის შესახებ „ინტერპრესნიუსს“ გორის მუნიციპალიტეტიდან აცნობეს. მათ ცენტრის ბენეფიციარებს ტორტი და ტკბილეული მიუტანეს.

,,დღეს შეზღუდული შესაძლებლობის მქონე პირთა საერთაშორისო დღე მივულოცეთ ცენტრის აღსაზრდელებს, მაგრამ ჩვენი ყურადღება მათ მიმართ მხოლოდ დღევანდელი დღით არ შემოიფარგლება. გორის მერია არაერთ პროექტს ახორციელებს იმისთვის, რომ შშმ პირებს ცხოვრების ღირსეული პირობები ჰქონდეთ, შეეძლოთ ადაპტირებული გარემოთი სარგებლობა და საზოგადოებრივ ცხოვრებაში აქტიურად ჩართვა“,-განაცხადა გორის მუნიციპალიტეტის მერმა კონსტანტინე თავზარაშვილმა.

გორის მუნიციპალიტეტის მერიის 2019 წლის ბიუჯეტი სხვადასხვა მიმართულებით შშმ პირთა ადაპტირების არაერთ ღონისძიებას აფინანსებს, კერძოდ, საგზაო ინფრასტრუქტურისა და მუნიციპალური ნაგებობების მშენებლობა-რეაბილიტაციის. ყველა პროექტი პანდუსების მშენებლობას ითვალისწინებს.

შშმ პირთა საზოგადოებაში ინტეგრაციას ემსახურება თანადაფინანსების პროგრამები, რომელთა საშუალებით გორის მერიამ მიმდინარე წელს 4 პროექტი განახორციელა. რისთვისაც ადგილობრივი ბიუჯეტიდან 88 000 ლარი გაიხარჯა. თანხა 25 შშმ ბავშვისა და 20 შშმ ვეტერანის რეაბილიტაციას და სამკურნალო კურორტზე დასვენებას, ასევე, კეთილდღეობისა და განვითარების ცენტრის ბენეფიციართა კვებასა და სწავლას მოხმარდა.

შშმ პირების დახმარებას ითვალისწინებს მერიის ჯანდაცვისა და სოციალური დახმარებების მუნიციპალური პროგრამაც, რომელიც ცერებრალური დამბლით დაავადებულ, აუტიზმისა და დაუნის სინდრომის მქონე პირებს მკურნალობის ხარჯების დაფარვას და ფულად დახმარებას სთავაზობს. ფულადი დახმარებებია გათვალისწინებული, ასევე, მხედველობადაქვეითებული და სმენადაქვეითებული შშმ პირებისთვისაც.

მამუკა ხაზარაძე - ცვლილებების დროა! ხელისუფლება, რომელიც ემსახურება რუსეთს, უნდა დასრულდეს! „ლელო“ ემსახურება საქართველოს!
ემილ ავდალიანი - არაბული ქვეყნებისთვის და ირანისთვის ახლო აღმოსავლეთის რეგიონთან ჩინეთის ურთიერთობის სუფთა წარსული მეტად მიმზიდველია
ქართული პრესის მიმოხილვა 28.03.2024
საქართველოს თავდაცვის დილემა - რთული არჩევანი რთულ ვითარებაში
ამერიკული სამედიცინო ჰოლდინგი - CooperSurgical-ი საქართველოში ოვამედის ორგანიზებით სამდღიან სემინარს მართავს