არსებული ინფორმაციით, ზუგდიდში „ნაციონალური მოძრაობის“ ოფისთან გამართული აქციისას ერთი პოლიციელი დაშავდა

ზუგდიდში „ერთიანი ნაციონალური მოძრაობის“ ოფისთან აქცია დასრულდა. „ქართული ოცნების“ მხარადმჭერები, რომლებიც ენმ-ს ოფისთან იმყოფებოდნენ, აცხადებდნენ რომ „ნაციონალური მოძრაობის“ ხელისუფლებაში მოსვლას არ დაუშვებენ. ოფისის მიმდებარე ტერიტორიაზე ერთი საათის განმავლობაში ვითარება დაძაბული იყო.

აქციის მონაწილეები ოპოზიციური პარტიის წარმომადგენლებს გარეთ გამოსვლისკენ მოუწოდებდნენ, რის შემდეგაც, შენობის მინები ჩაამტვრიეს და ოფისს ყავარჯნები, კვერცხები და კასრები ესროლეს. ისინი ასევე დაუპირისპირდნენ ერთ-ერთ მოქალქეს, რომელიც ენმ-ს ოფისის წინ გამოჩნდა და აქციის მონაწილეებს ჰკითხა თუ რამდენი აიღეს აქ მოსვლისთვის. აქციის მონაწილეებმა მას კვერცხები ესროლეს და ცოცხი ჩაარტყეს. ამის შემდეგ კი ადგილზე სამართალდამცავები გამოჩნდნენ და აგრესიულად განწობილ პირებს სიმშვიდისკენ მოუწოდეს.

არსებული ინფორმაციით, „ნაციონალური მოძრაობის“ ოფისთან გამართული აქციისას ერთი პოლიციელი დაშავდა.

რაც შეეხება ენმ-ს წევრებს, ისინი აცხადებენ, რომ მომხდარზე პასუხისმგებლობას პრემიერ-მინისტრს გიორგი გახარიას და „ქართული ოცნების“ თავმჯდომარეს ბიძინა ივანიშვილს აკისრებენ. ასევე, მათ პრეტენზიები აქვთ სამართალდამცავებთან.

ენს-ს ზუგდიდის ორგანიზაციის თავმჯდომარე ანა წითლიძე აცხადებს, რომ მან პოლიციას აღნიშნული აქციის შესახებ გუშინ შეატყობინა, თუმცა მისივე თქმით, სამართალდამცავები ადგილზე დაგვიანებით მოვიდნენ.

ზუგდიდში, „ქართული ოცნების“ მხარდამჭერები სკეიტ პარკის მიმდებარედ შეიკრიბნენ, შემდეგ კი მსველელობით და ენმ-ს ოფისთან გადაინაცვლეს. მათ ოპოზიციური პარტიის წარმომადგენლები კი საბჭოთა კავშირის დროინდელი დილის გამამხნევებელი ვარჯიშის მელოდიით და ტაშით დახვდნენ.

შსს სამინისტრომ მომხდართან დაკავშირებით, გამოძიება 187-ე მუხლით დაიწყო, რაც ნივთის დაზიანებას ან განადგურებას გულისხმობს.

დიმიტრი ცქიტიშვილი - სამწუხაროდ, დღეს საქართველო ჩვენი ევროპელი მოკავშირეებისთვის საეჭვო და არასანდო პარტნიორია
ქართული პრესის მიმოხილვა 25.04.2024
ხათუნა ბურკაძე - ევროპისკენ სვლა საქართველოს ისტორიული არჩევანია და მისი მიღწევა ჩვენი კონსტიტუციური ვალია
Mastercard-ის ფინანსური განათლების პროექტის ფარგლებში, სამცხე-ჯავახეთის სახელმწიფო უნივერსიტეტში, ფინანსური კუთხე გაიხსნა
ბერლინის ფილარმონიული ორკესტრის კონცერტებს საქართველოში დენიელ ჰარდინგი უდირიჟორებს
„საქკაბელის“ მიერ წარმოებული სოლარ კაბელის შეძენა უკვე შესაძლებელია
„არქიში“ ერთ დღეში 150 ბინა გაიყიდა