დავით ზალკალიანი - წვრთნები, რომელიც ნატო-ს ეგიდით ჩატარდა, მიანიშნებს იმაზე, რომ საქართველო ნატო-ს დღის წესრიგში არის საკმაოდ მნიშვნელოვან პოლიტიკურ პრიორიტეტებში

ის წვრთნები, რომელიც ნატო-ს ეგიდით ჩატარდა, მიანიშნებს იმაზე, რომ საქართველო ნატო-ს დღის წესრიგში არის საკმაოდ მნიშვნელოვან პოლიტიკურ პრიორიტეტებში. ჩვენ ვართ ყველაზე წინ წასული ასპირანტი ქვეყანა, - ამის შესახებ საგარეო საქმეთა მინისტრმა დავით ზალკალიანმა ლონდონში განაცხადა, სადაც ის NATO Engages: Innovating the Alliance - ღონისძიებაში მონაწილეობს.

მინისტრის თქმით, ძალიან მნიშვნელოვანია ის ფაქტი, რომ საქართველო, როგორც პარტნიორი ქვეყანა, იმყოფება ლიდერების შეხვედრაზე ლონდონში.

„ ეს არის ხაზგასმა ჩვენი განსაკუთრებული ურთიერთობისა ნატო-სთან და იმ პროგრესისა, რომელიც ჩვენ გვაქვს ნატო-ში ინტეგრაციის გზაზე. 2019 წელი მართლაც უპრეცედენტო იყო საქართველო-ნატო-ს ურთიერთობებში. არასდროს ასეთ მაღალ ნიშნულზე ჩვენი ურთიერთობა არ ყოფილა. მე მინდა, რამდენიმე ძირითადი მიმართულება შეგახსენოთ. თუნდაც თავდაცვის კომიტეტის და ნატო-საქართველოს კომისიის, საბჭოს ვიზიტი საქართველოში. ასევე ის წვრთნები, რომელიც ნატო-ს ეგიდით ჩატარდა, მიანიშნებს იმაზე, რომ საქართველო ნატო-ს დღის წესრიგში არის საკმაოდ მნიშვნელოვან პოლიტიკურ პრიორიტეტებში. ჩვენ ვართ ყველაზე წინ წასული ასპირანტი ქვეყანა. ეს არის ასახული ნატო-ს შესაბამის გადაწყვეტილებებში, შესაბამის განცხადებებში“,-განაცხადა ზალკალიანმა.

ფარხატ მამედოვი - სომხებმა რაც უნდა ის გააკეთონ, დაგვაყენონ ფაქტის წინაშე, რომ რუსი მესაზღვრეები აღარ დგანან სომხეთ-ირანის საზღვარზე, ამის შემდეგ დადგება ახალი რეალობა და თავის პოზიციას აზერბაიჯანიც ჩამოაყალიბებს
ქართული პრესის მიმოხილვა 25.04.2024
არჩილ მორჩილაძე - AACI-ის გეგმის მიხედვით, 2024 წლის 15 სექტემბრამდე, ყველა კლინიკაში უნდა დასრულდეს ძირითადი აუდიტის პროცესი, რათა შემდეგ დარჩეს დრო ხარვეზების გამოსწორებისა და მაკორექტირებელი გეგმების წარსადგენად
თბილისში ახალი კლინიკა - ჟორდანიას სამედიცინო ცენტრი გაიხსნება
m² კოლაბორაციულ პროექტს იწყებს
GM PHARMA ამერიკის სავაჭრო პალატის (AmCham) წევრი გახდა