ქუთაისში ახალი ტურისტული ბაზრების ათვისების შესახებ ტრენინგი ჩატარდება

იმერეთის დანიშნულების ადგილის მართვის ორგანიზაციის ორგანიზებით, პირველად საქართველოს რეგიონებში, ქუთაისში 4 დეკემბერს რეგიონის ტურისტული კომპანიების და მუნიციპალიტეტების ტურიზმის სამსახურების თანამშრომლებისათვის ტრენინგი - "ტურიზმის მარკეტინგი - ახალი ბაზრების ათვისება“ ჩატარდება.

აღნიშნულ თემაზე ტრენინგის ჩატარებას უზრუნველყოფს საქართველოში ტურიზმის და მასპინძლობის მიმართულებით წამყვანი ტრენინგ ცენტრი CRDC, რომლის ტრენერი ვიკა შარია მონაწილეებს გაუზიარებს საკუთარ გამოცდილებას და საჭირო ტექნიკებს ახალი ტურისტული ბაზრების ასათვისებლად, რათა მათ გრძელვადიან პერსპექტივაში შეძლონ ახალ ბაზრებზე წილის გაზრდა, ბაზრის დივერსიფიცირება და მომგებიანობის ამაღლება, რაც საბოლოოდ აისახება ქვეყანასა და იმერეთის რეგიონში ტურისტების რაოდენობის, ასევე ტურისტების მიერ ქვეყანაში დახარჯული თანხების აკუმულირების ზრდაზე.

"მოგეხსენებათ, მიმდინარე წელს ტურიზმის სექტორი განსაკუთრებული გამოწვევების წინაშე დადგა, შესაბამისად გადავწყვიტეთ, ყველაზე ეფექტიანი გზით - ცოდნისა და გამოცდილების გაზიარებით დავხმარებოდით რეგიონის მასპინძლობის ინდუსტრიის თანამშრომლებს და ტრენინგ ცენტრ CRDC-სთან ერთად, დავგეგმეთ ტრენინგი, რომლის დადებით შედეგებს თითოეული კომპანია და მუნიციპალიტეტი მალევე იგრძნობს საკუთარ საქმიანობაში“, - განაცხადა იმერეთის დანიშნულების ადგილის მართვის ორგანიზაციის დირექტორმა ტატო ლილუაშვილმა.

„აღსანიშნავია, რომ ეს არის პირველი შემთხვევა, როდესაც ტრენინგი ახალი ტურისტული ბაზრების მოძიებაზე საქართველოს რეგიონებში პირველად ჩატარდება, იმერეთი კი ამ მხრივ მოწინავეა. ჩვენი ტრენერის მხრიდან მონაწილეები მიიღებენ ფასდაუდებელ ცოდნას და გაიზიარებენ გამოცდილებას, რომელიც მათ პრაქტიკაში დაეხმარებათ გავიდნენ და ეფექტურად აითვისონ ახალი ტურისტული ბაზრები. მისასალმებელია იმერეთის დანიშნულების მართვის ორგანიზაციის ინიციატივა, რითაც ისინი სრულიად უსასყიდლოდ მხარს უჭერენ ადამიანური რესურსების გადამზადებას, ჩვენი გუნდი კი მზადაა მხარი დაუჭიროს აღნიშნულ ინიციატივას“, - აცხადებს ტრენინგ ცენტრ CRDC-ის გენერალური დირექტორი პეტრე ადამაძე.

ტრენინგის ფარგლებში ასევე განხილული იქნება ისეთი თემები, როგორებიცაა: წარმატებული სააგენტოს მუშაობის მთავარი პრინციპები, სწორად გაწერილი მარკეტინგული სტრატეგია – რას ვყიდით, რატომ ვყიდით, რამდენად ვყიდით - იმერეთის რეგიონის და საქართველოს მიზნობრივი ბაზრები, რეგიონის სპეციფიკა და ე.წ. USP-ის გამოყენება, დამატებითი გაყიდვების არხები – საიმიჯო ღონისძიებები; საერთაშორისო და ადგილობრივი გამოფენები, B2B, B2C შეხვედრები, საინფორმაციო (პრომო) ტურები, რეგიონალური დასაერთაშორისოწარმომადგენლობები (Sales Office Representatives). ტრენინგის დასრულების შემდეგ თითოეული მონაწილეს ტრენინგ ცენტრ CRDC-ის ორენოვატი სერტიფიკატი გადაეცემა.

ვახტანგ ძაბირაძე - 30 წელზე მეტია, ჩვენთან ერთად თუ ვინმეა საქართველოს სუვერენიტეტის დამცველი, ჩვენი დასავლელი პარტნიორები არიან
ემილ ავდალიანი - ამიერიდან ირანი და ისრაელი მეტოქეობის განსხვავებულ ეტაპზე გადავიდნენ
ქართული პრესის მიმოხილვა 18.04.2024
კახა ოქრიაშვილი - საქართველოს მოსახლეობის 95% ევროპის გავლენის აგენტები ვხდებით!
საქართველოს ხელოვანები მიმდინარე პროცესებს ეხმიანებიან
Samsung Knox-მა 2024 წლის ტელევიზორებში უსაფრთხოების მაღალი სტანდარტების უზრუნველყოფისთვის CC სერტიფიკატი მიიღო