იმ ადგილებში, სადაც საზოგადოებრივი ტრანსპორტი საერთოდ არ მოძრაობს, ან მგზავრი დიდხანს ელოდება ტრანსპორტს, თბილისის მერია დამატებითი ავტობუსების შემოყვანას გეგმავს

თბილისის მერის, კახა კალაძის განცხადებით, ზოგიერთ რაიონში, სადაც ტრანსპორტი საერთოდ არ მოძრაობს, ან მგზავრი დიდხანს ელოდება ტრანსპორტს, ამ პრობლემის მოგვარებისთვის, თბილისის მერია ავტობუსების დამატებით შემოყვანას აპირებს.

როგორც კახა კალაძემ თბილისის მთავრობის დღევანდელ სხდომაზე განაცხადა, საზოგადოებრივი ტრანსპორტის მოწესრიგების თვალსაზრისით, მერია მხოლოდ ყვითელი ავტობუსების შემოყვანით არ შემოიფარგლება.

„ჩვენი ერთ-ერთი მთავარი დაპირება გახლავთ საზოგადოებრივი ტრანსპორტის მოწესრიგება, ახალი ავტობუსების შემოყვანა და ძველი, ყვითელი ავტობუსების, რომლებიც უმძიმეს მდგომარეობაშია, მათი ჩანაცვლება. თუმცა, ჩვენ მხოლოდ ამით არ შემოვიფარგლებით. იმ პარკის ჩანაცვლების გარდა, რომელიც დღეს ქალაქს ემსახურება, გვსურს დამატებით კიდევ შემოვიყვანოთ ავტობუსები იმისათვის, რომ იმ კონკრეტულ უბნებში, რაიონებში, სადაც საზოგადოებრივი ტრანსპორტი დღეს საერთოდ არ მოძრაობს, ან გვაქვს ისეთი ქუჩები, სადაც შეიძლება მოძრაობდეს, მაგრამ ძალიან დიდია ლოდინის დრო, რომელიც სერიოზულ დისკომფორტს წარმოადგენს ჩვენი თანაქალაქელებისთვის. შესაბამისად, მიღებულია გადაწყვეტილება, რომ ჩანაცვლების გარდა, შემოვიყვანოთ ავტობუსების დამატებითი მოცულობა, რომ ეს პრობლემა მთლიანად მოგვარდეს. გარდა ამისა, წინა მთავრობის სხდომაზე ხაზი გავუსვი იმას, რომ პარალელურად, აუცილებლად უნდა ჩანაცვლდეს მიკროავტობუსები, რადგან დღეს არსებული მდგომარეობა ვერანაირ კრიტიკას ვერ უძლებს. უმძიმეს მდგომარეობაშია, მგზავრებისთვის წარმოადგენს სერიოზულ დისკომფორტს, გამონაბოლქვის თვალსაზრისით, სრული კატასტროფა გვაქვს. იცით, ეკოლოგიას რამხელა ყურადღებას ვაქცევთ, კონკრეტულ ნაბიჯებს ვდგამთ, რომ არსებული პრობლემა მოგვარდეს. რა თქმა უნდა, ეს მხოლოდ საზოგადოებრივი ტრანსპორტის განახლებით ვერ მოგვარდება, თუმცა მნიშვნელოვანი კომპონენტია“, - განაცხადა კალაძემ.

ფარხატ მამედოვი - სომხებმა რაც უნდა ის გააკეთონ, დაგვაყენონ ფაქტის წინაშე, რომ რუსი მესაზღვრეები აღარ დგანან სომხეთ-ირანის საზღვარზე, ამის შემდეგ დადგება ახალი რეალობა და თავის პოზიციას აზერბაიჯანიც ჩამოაყალიბებს
ქართული პრესის მიმოხილვა 25.04.2024
არჩილ მორჩილაძე - AACI-ის გეგმის მიხედვით, 2024 წლის 15 სექტემბრამდე, ყველა კლინიკაში უნდა დასრულდეს ძირითადი აუდიტის პროცესი, რათა შემდეგ დარჩეს დრო ხარვეზების გამოსწორებისა და მაკორექტირებელი გეგმების წარსადგენად
თბილისში ახალი კლინიკა - ჟორდანიას სამედიცინო ცენტრი გაიხსნება
m² კოლაბორაციულ პროექტს იწყებს
GM PHARMA ამერიკის სავაჭრო პალატის (AmCham) წევრი გახდა