მაია ცქიტიშვილი ქვემო ქართლში საგზაო და სხვა სახის ინფრასტრუქტურული პროექტების მიმდინარეობას გაეცნო

საქართველოს ვიცე-პრემიერი, რეგიონული განვითარებისა და ინფრასტრუქტურის მინისტრი მაია ცქიტიშვილი, საავტომობილო გზების დეპარტამენტის თავმჯდომარესა და ადგილობრივი ხელისუფლების წარმომადგენლებთან ერთად, ქვემო ქართლში საგზაო პროექტების მიმდინარეობას გაეცნო.

რეგიონული განვითარებისა და ინფრასტრუქტურის სამინისტროს ინფორმაციით, მსოფლიო ბანკის ფინანსური მხარდაჭერით უკვე დასრულდა პანტიანი-მანგლისის გზის რეაბილიტაცია. თბილისი(პანტიანი)-მანგლისის საავტომობილო გზა, კოდა-მანგლისი-ფარცხისი-წალკა-ნინოწმინდის საავტომობილო გზას უერთდება და უმოკლესი დამაკავშირებელი გზაა თბილისთან. არსებული გზა ძლიერ დაზიანებული იყო, რაც ავტოტრანსპორტის გადაადგილებას აფერხებდა.

უწყების ცნობით, უსაფრთხო და კომფორტული გადაადგილების უზრუნველსაყოფად, პროექტის შესაბამისად, გაკეთდა ახალი ასფალტ-ბეტონის საფარი, ტროტუარები, წყალგამტარი მილები და ავტოპავილიონები. უსაფრთხოების გაუმჯობესების მიზნით მოეწყო საგზაო ნიშნები და დამცავი ზღუდარები, დასრულდა გზის სავალი ნაწილის მონიშვნა.

მთლიანად აღდგა კოდა-მანგლისი-ფარცხისი-წალკა-ნინოწმინდის 16 კმ-იანი მონაკვეთი, რომელიც ავტოტრანსპორტის უსაფრთხო გადაადგილებას ასევე ვერ უზრუნვეყოფდა. გზის გარდა რეაბილიტირდა ტროტუარები და მოსახლეობის ეზოებში შესასვლელები, მოეწყო საგზაო ნიშნები.

„ქვემო ქართლში წელს უკვე დავასრულეთ 28 კმ გზის რეაბილიტაცია, მიმდინარეობს 75 კმ-ის კაპიტალური რემონტი, მომავალ წელს კი ვგეგმავთ 25 კმ-ის აღდგენას. სასიხარულოა, რომ ამ მიმართულებით რეგიონში ვითარება რადიკალურად შეიცვალა. ჯერ კიდევ შარშან იყო მონაკვეთები, რომელიც გავლადიც არ იყო, დღეს კი ხელშესახები შედეგები გვაქვს. ამ პროექტების ჯამური ღირებულება 100 მილიონ ლარზე მეტია, თუმცა ჩვენთვის მნიშვნელოვანია ის ფაქტი, რომ სხვა საგზაო პროექტების მსგავსად, აქაც ძირითადად დასაქმებულია ქართული კომპანიები და ადგილობრივი მოსახლეობა,“ - აღნიშნა მაია ცქიტიშვილმა.

ამასთან, რეგიონული განვითარებისა და ინფრასტრუქტურის მინისტრი მანგლისის სასწრაფო სამედიცინო დახმარების შენობის მშენებლობაზეც იმყოფებოდა. ეს პროექტი რეგიონებში განსახორციელებელი პროექტების ფონდიდან თითქმის 300 ათასი ლარით დაფინანსდა და თეთრიწყაროს მუნიციპალიტეტში 3 000-მდე ბენეფიციარს მოემსახურება. სამუშაოები წლის ბოლომდე დასრულდება.

11.08.2025 / 08:27

სანდრო თვალჭრელიძე - “ახლავე გეტყვით, რომ მერაბ სეფაშვილის დასახელების შემთხვევაში კალაძეს გამარჯვება გარანტირებული ექნება”

“თბილისი კალაძეს დაუთმეს და დანარჩენი საქართველო კობახიძეს” - რატომ ცვლის “ოცნება” მერების ნახევარს რეგიონებში

მირიან მირიანაშვილი - “ვაშინგტონში გადაწყდა, რომ ჩვენს რეგიონში პოლიტიკური ლანდშაფტი ტოტალურად უნდა შეიცვალოს“

“ნომრების ომი” და 13 წლის წინანდელი პრეცედენტი - “ენმ-ს საარჩევნო ნომრის დაბრუნება მომდევნო არჩევნებზე შეეძლება”

ვახტანგ ძაბირაძე - “თუ “ქართული ოცნება” გაათავისუფლებს პატიმრებს და პოლიტიკურ კურსსაც შეცვლის, შეიძლება დარეგულირდეს პროცესები”

მაია ცქიტიშვილი ქვემო ქართლში საგზაო და სხვა სახის ინფრასტრუქტურული პროექტების მიმდინარეობას გაეცნო

საქართველოს ვიცე-პრემიერი, რეგიონული განვითარებისა და ინფრასტრუქტურის მინისტრი მაია ცქიტიშვილი, საავტომობილო გზების დეპარტამენტის თავმჯდომარესა და ადგილობრივი ხელისუფლების წარმომადგენლებთან ერთად, ქვემო ქართლში საგზაო პროექტების მიმდინარეობას გაეცნო.

რეგიონული განვითარებისა და ინფრასტრუქტურის სამინისტროს ინფორმაციით, მსოფლიო ბანკის ფინანსური მხარდაჭერით უკვე დასრულდა პანტიანი-მანგლისის გზის რეაბილიტაცია. თბილისი(პანტიანი)-მანგლისის საავტომობილო გზა, კოდა-მანგლისი-ფარცხისი-წალკა-ნინოწმინდის საავტომობილო გზას უერთდება და უმოკლესი დამაკავშირებელი გზაა თბილისთან. არსებული გზა ძლიერ დაზიანებული იყო, რაც ავტოტრანსპორტის გადაადგილებას აფერხებდა.

უწყების ცნობით, უსაფრთხო და კომფორტული გადაადგილების უზრუნველსაყოფად, პროექტის შესაბამისად, გაკეთდა ახალი ასფალტ-ბეტონის საფარი, ტროტუარები, წყალგამტარი მილები და ავტოპავილიონები. უსაფრთხოების გაუმჯობესების მიზნით მოეწყო საგზაო ნიშნები და დამცავი ზღუდარები, დასრულდა გზის სავალი ნაწილის მონიშვნა.

მთლიანად აღდგა კოდა-მანგლისი-ფარცხისი-წალკა-ნინოწმინდის 16 კმ-იანი მონაკვეთი, რომელიც ავტოტრანსპორტის უსაფრთხო გადაადგილებას ასევე ვერ უზრუნვეყოფდა. გზის გარდა რეაბილიტირდა ტროტუარები და მოსახლეობის ეზოებში შესასვლელები, მოეწყო საგზაო ნიშნები.

„ქვემო ქართლში წელს უკვე დავასრულეთ 28 კმ გზის რეაბილიტაცია, მიმდინარეობს 75 კმ-ის კაპიტალური რემონტი, მომავალ წელს კი ვგეგმავთ 25 კმ-ის აღდგენას. სასიხარულოა, რომ ამ მიმართულებით რეგიონში ვითარება რადიკალურად შეიცვალა. ჯერ კიდევ შარშან იყო მონაკვეთები, რომელიც გავლადიც არ იყო, დღეს კი ხელშესახები შედეგები გვაქვს. ამ პროექტების ჯამური ღირებულება 100 მილიონ ლარზე მეტია, თუმცა ჩვენთვის მნიშვნელოვანია ის ფაქტი, რომ სხვა საგზაო პროექტების მსგავსად, აქაც ძირითადად დასაქმებულია ქართული კომპანიები და ადგილობრივი მოსახლეობა,“ - აღნიშნა მაია ცქიტიშვილმა.

ამასთან, რეგიონული განვითარებისა და ინფრასტრუქტურის მინისტრი მანგლისის სასწრაფო სამედიცინო დახმარების შენობის მშენებლობაზეც იმყოფებოდა. ეს პროექტი რეგიონებში განსახორციელებელი პროექტების ფონდიდან თითქმის 300 ათასი ლარით დაფინანსდა და თეთრიწყაროს მუნიციპალიტეტში 3 000-მდე ბენეფიციარს მოემსახურება. სამუშაოები წლის ბოლომდე დასრულდება.

ჰოვსეპ ხურშუდიანი - ვაშინგტონში მიღწეული შეთანხმებებით სომხეთი თავს დააღწევს ნაწილობრივ იზოლაციას და აღმოსავლეთიდან დასავლეთში ენერგომატარებლების ჰაბი ქვეყანა გახდება
ქართული პრესის მიმოხილვა 11.08.2025
გიორგი ბილანიშვილი - აშშ-ის შუამავლობით სამხრეთ კავკასიაში მოვლენები უაღრესად დინამიურად და საინტერესოდ ვითარდება
ემიგრაციაში მყოფი ბავშვებისთვის, ონლაინ-სკოლაში მიღება დაიწყო
PSP საქართველოში სააფთიაქო ბაზრის ლიდერია
შემოქმედებითი თრობა - 20 აგვისტოდან სტარტს „ვაინქასთი“ აიღებს
Samsung-ის უახლესი Galaxy Z Fold7 | Z Flip7 და Galaxy Watch8 სერია