„საქსტატის“ მონაცემებით, ბიზნეს სექტორის ბრუნვის მოცულობა III კვარტალში, გასული წელთან შედარებით 33%-ით გაიზარდა

„საქსტატის“ მონაცემებით, ბიზნეს სექტორის ბრუნვის მოცულობა 2019 წლის III კვარტალში, გასული წლის შესაბამის პერიოდთან შედარებით 33%-ით გაიზარდა და 29 მილიარდი ლარი შეადგინა.

ზრდის ტენდენციით ხასიათდება ბიზნეს სექტორის პროდუქციის გამოშვების მაჩვენებელიც. 2019 წლის III კვარტალში მისი მოცულობა 12.8 მილიარდი ლარით განისაზღვრა, რაც 19.8 პროცენტით აღემატება გასული წლის შესაბამისი პერიოდის მაჩვენებელს.

ამასთან, მიმდინარე წლის III კვარტალში მთლიანი ბრუნვის 51.9 პროცენტი მოდის მსხვილ ბიზნესზე, 19.9 პროცენტი - საშუალოზე, ხოლო 28.2 პროცენტი - მცირე ბიზნესზე ნაწილდება. მცირედით განსხვავებული მდგომარეობაა პროდუქციის მთლიანი გამოშვების შემთხვევაში: მსხვილ ბიზნესზე მოდის პროდუქციის გამოშვების 38.2 პროცენტი, საშუალოზე - 23.7 პროცენტი, ხოლო მცირე ბიზნესზე - 38.1 პროცენტი.

„2019 წლის III კვარტალში ბიზნეს სექტორის ბრუნვის სტრუქტურაში ყველაზე მაღალი წილი - 38.5 პროცენტი მოდის ვაჭრობის დარგზე (ავტომობილების და მოტოციკლების რემონტის ჩათვლით). მეორე ადგილზეა ხელოვნება, გართობა და დასვენება 24.1 პროცენტიანი წილით, შემდეგ მოდის დამამუშავებელი მრეწველობა - 9.5 პროცენტიანი წილით, მშენებლობა - 8.8 პროცენტიანი წილით, ტრანსპორტი და დასაწყობება - 5.6 პროცენტიანი წილით, ელექტროენერგიის, აირის, ორთქლის და კონდიცირებული ჰაერის მიწოდება - 2.5 პროცენტიანი წილით, ხოლო დარჩენილი 11.1 პროცენტი კი სხვა დარგებზე ნაწილდება.

III კვარტალში ბიზნეს სექტორის პროდუქციის გამოშვებაში პირველ და მეორე ადგილებს იკავებს დამამუშავებელი მრეწველობა (21.5 პროცენტი) და მშენებლობა (20.8 პროცენტი), შემდეგ მოდის ვაჭრობა (16.9 პროცენტი) და ტრანსპორტი და დასაწყობება - 9.2 პროცენტიანი წილით, ხოლო დანარჩენ დარგებს სტრუქტურაში 31.6 პროცენტიანი წილი უჭირავს“,-აღნიშნულია „საქსტატის“ ანგარიშში.

ფარხატ მამედოვი - სომხებმა რაც უნდა ის გააკეთონ, დაგვაყენონ ფაქტის წინაშე, რომ რუსი მესაზღვრეები აღარ დგანან სომხეთ-ირანის საზღვარზე, ამის შემდეგ დადგება ახალი რეალობა და თავის პოზიციას აზერბაიჯანიც ჩამოაყალიბებს
ქართული პრესის მიმოხილვა 25.04.2024
არჩილ მორჩილაძე - AACI-ის გეგმის მიხედვით, 2024 წლის 15 სექტემბრამდე, ყველა კლინიკაში უნდა დასრულდეს ძირითადი აუდიტის პროცესი, რათა შემდეგ დარჩეს დრო ხარვეზების გამოსწორებისა და მაკორექტირებელი გეგმების წარსადგენად
თბილისში ახალი კლინიკა - ჟორდანიას სამედიცინო ცენტრი გაიხსნება
m² კოლაბორაციულ პროექტს იწყებს
GM PHARMA ამერიკის სავაჭრო პალატის (AmCham) წევრი გახდა