ზვიად შალამბერიძე ბაღდათის მუნიციპალიტეტში მიმდინარე ინფრასტრუქტურულ სამუშაოებს ეცნობა

იმერეთის რეგიონში ინფრასტრუქტურული პროექტების მონიტორინგის ფარგლებში, სახელმწიფო რწმუნებული ზვიად შალამბერიძე ბაღდათის მუნიციპალიტეტში იმყოფება, სადაც მიმდინარე სამუშაოებს ეცნობა.

სახელმწიფო რწმუნებულის პრესსამსახურის ინფორმაციით, სამთავრობო გუნდის წარმომადგენლებმა მშენებარე საბავშვო ბაღი მოინახულეს. ამ დრომდე სოფელ დიმში სასწავლო პროცესი ამორტიზებულ შენობაში მიმდინარეობდა. ადგილობრივი ხელისუფლების გადაწყვეტილებით, სკოლამდელი აღზრდის დაწესებულების დემონტაჟი განხორციელდა. 2020 წელს დიმის მე-2 საბავშვო ბაღის აღსაზრდელები თანამედროვე სტანდარტების შესაბამის შენობაში შეხვდებიან.

სოფელ მეორე ობჩაში კი დასრულების ეტაპზეა ამბულატორიის სარეაბილიტაციო სამუშაოები. პროექტს შრომის, ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის სამინისტრო ამბულატორიების ფონდიდან აფინანსებს და მისი ღირებულება 35 268,34 ლარია.

სახელმწიფო რწმუნებული ზვიად შალამბერიძე, მოადგილე ბესიკ გოფოძე და ბაღდათის მუნიციპალიტეტის მერი არჩილ გოქსაძე, ასევე სტიქიის სალიკვიდაციო სამუშაოებს გაეცნენ. გაბიონების მოწყობა და დამეწყრილ ადგილებში საყრდენი კედლების გამაგრების სამუშაოები ერთდროულად 12 ლოკაციაზე მიმდინარეობს. პროექტის ჯამური ღირებულება 59 018.00 ლარს შეადგენს.

ვახტანგ ძაბირაძე - 30 წელზე მეტია, ჩვენთან ერთად თუ ვინმეა საქართველოს სუვერენიტეტის დამცველი, ჩვენი დასავლელი პარტნიორები არიან
ემილ ავდალიანი - ამიერიდან ირანი და ისრაელი მეტოქეობის განსხვავებულ ეტაპზე გადავიდნენ
ქართული პრესის მიმოხილვა 18.04.2024
კახა ოქრიაშვილი - საქართველოს მოსახლეობის 95% ევროპის გავლენის აგენტები ვხდებით!
საქართველოს ხელოვანები მიმდინარე პროცესებს ეხმიანებიან
Samsung Knox-მა 2024 წლის ტელევიზორებში უსაფრთხოების მაღალი სტანდარტების უზრუნველყოფისთვის CC სერტიფიკატი მიიღო