ილია მეორე - ჩვენს გარშემო არის საშინელი ბრძოლა, ბოროტი ძალა ცდილობს ადამიანი ღმერთს ჩამოაშოროს

ეს არის ტაძარი და ეს არის კარიბჭე სასუფევლისა და ბედნიერია ის ადამიანი, რომელიც ამ კარიბჭეში შევა,- ამის შესახებ სრულიად საქართველოს კათოლიკოს-პატრიარქმა, უწმინდესმა და უნეტარესმა ილია მეორემ სიონის ტაძარში ქადაგებისას განაცხადა. ქადაგებაში პატრიარქმა სწორედ ტაძარში სიარულზე და ადამიანის ბუნებასთან კავშირის აუცილებლობაზე გაამახვილა ყურადღება.

„ჩვენს გარშემო არის საშინელი ბრძოლა. ბოროტი ძალა ცდილობს ჩამოაშოროს ადამიანი ღმერთს. ჩვენ უნდა გვახსოვდეს, რომ ძალიან დიდი მნიშვნელობა აქვს თვითონ ადამიანს, მასზეა ბევრი დამოკიდებული, რას აირჩევს, კეთილ გზას თუ ბოროტ გზას. ხშირად ისმის ადამიანებისგან - მე მინდა ბედნიერი ვიყო დედამიწაზეო. ეს წუთისოფელი არაფერია სასუფეველთან, სასუფეველი დაუსრულებელია. ადამიანს უნდა ჰქონდეს კავშირი ბუნებასთან, დედამიწასთან.

ჩვენ უნდა გვახსოვდეს, რომ ადამიანი დაკავშირებულია მიწასთან, ცხოველებთან, ფრინველებთან, პირუტყვთან და ჩვენ უნდა სიყვარული გვქონდეს მათთან. ჩვენ უნდა ვგრძნობდეთ იმათ სიყვარულს.

ტაძარი ეს ისეთი საოცრებაა, რომ ცვლის ადამიანს. თქვენ ალბათ გიგრძვნიათ, სახლში ხართ, უხასიათოდ, მიხვედით ტაძარში და ფერისცვალება ხდება. მადლი სულისა წმინდისა გადმოდის, განსაკუთრებით ტაძარში, ეს ეფინება ადამიანს. ეს უნდა გვახსოვდეს ჩვენ, რომ მადლი ღვთისა არის უძლურთა მკურნალი. დღეს ხსენებაა ღვთისმშობლის ტაძრად მიყვანებისა და ღმერთმა ინებოს და ღვთისმშობელმა, რომ ჩვენ შევიდეთ ზეციურ ტაძარში“, - ბრძანა ილია მეორემ.

იხილეთ ვიდეო:

ფარხატ მამედოვი - სომხებმა რაც უნდა ის გააკეთონ, დაგვაყენონ ფაქტის წინაშე, რომ რუსი მესაზღვრეები აღარ დგანან სომხეთ-ირანის საზღვარზე, ამის შემდეგ დადგება ახალი რეალობა და თავის პოზიციას აზერბაიჯანიც ჩამოაყალიბებს
ქართული პრესის მიმოხილვა 25.04.2024
არჩილ მორჩილაძე - AACI-ის გეგმის მიხედვით, 2024 წლის 15 სექტემბრამდე, ყველა კლინიკაში უნდა დასრულდეს ძირითადი აუდიტის პროცესი, რათა შემდეგ დარჩეს დრო ხარვეზების გამოსწორებისა და მაკორექტირებელი გეგმების წარსადგენად
თბილისში ახალი კლინიკა - ჟორდანიას სამედიცინო ცენტრი გაიხსნება
m² კოლაბორაციულ პროექტს იწყებს
GM PHARMA ამერიკის სავაჭრო პალატის (AmCham) წევრი გახდა