ხულოში ანზორ ბოლქვაძის მაჟორიტარულ ოფისთან მისულ აქციის მონაწილეებს „ქართული ოცნების“ მხარდამჭერები ცოცხებით დახვდნენ

ხულოში, საქართველოს პარლამენტის მაჟორიტარი დეპუტატის, ანზორ ბოლქვაძის ბიუროსთან ხმაურია.

ბოლქვაძის ოფისთან "ერთიანი ნაციონალური მოძრაობისა" და არასამთავრობო ორგანიზაცია "ალტერნატივას" წევრები საპროტესტო აქციას მართავენ შეძახილებით "მონა" .

აქციის მონაწილეებს ადგილზე "ქართული ოცნების" აქტივისტები ცოცხებით დახვდნენ და წინა ხელისუფლების მმართველობის პერიოდი შეახსენეს.

მხარეები ერთმანეთს სიტყვიერად უპირისპირდებიან.

ადგილზე მობილიზებულია პოლიცია.

აქციის მონაწილეების თქმით, ანზორ ბოლქვაძემ საარჩევნო სისტემაში ცვლილებას მხარი არ დაუჭირა და იგი ბიძინა ივანიშვილის მონაა.

"ჩვენ ვითხოვთ პროპორციულ საარჩევნო სისტემას. მშვიდობიანი საპროტესტო აქცია გვქონდა. შენობაში არ შეგვიშვეს, ისინი „ოცნების“ „ტიტუშკები“ არიან. რამდენჯერმე ხელით შეგვეხნენ და აგრესია გამოხატეს. ანზორ ბოლქვაძეს იმიტომ უდგანან გვერდში, რომ ამისთვის 20 ლარი გადასცენ. ანზორ ბოლქვაძე არის ბიძინა ივანიშვილის მონა", - განაცხადა აქციის მონაწილე ხათუნა ბერიძემ.

იხილეთ ვიდეო:

დიმიტრი ცქიტიშვილი - სამწუხაროდ, დღეს საქართველო ჩვენი ევროპელი მოკავშირეებისთვის საეჭვო და არასანდო პარტნიორია
გიორგი კაჭარავა - 2024 წლის აპრილის მოვლენები განსაზღვრავენ გლობალური პოლიტიკის და უსაფრთხოების სამომავლო ტრენდებს
ქართული პრესის მიმოხილვა 22.04.2024
Mastercard-ის ფინანსური განათლების პროექტის ფარგლებში, სამცხე-ჯავახეთის სახელმწიფო უნივერსიტეტში, ფინანსური კუთხე გაიხსნა
ბერლინის ფილარმონიული ორკესტრის კონცერტებს საქართველოში დენიელ ჰარდინგი უდირიჟორებს
„საქკაბელის“ მიერ წარმოებული სოლარ კაბელის შეძენა უკვე შესაძლებელია
„არქიში“ ერთ დღეში 150 ბინა გაიყიდა