განათლების ხარისხის განვითარების ეროვნული ცენტრი კონფერენციას გამართავს

5 და 6 დეკემბერს, სასტუმრო „თბილისი მარიოტში“, 10:00 საათზე, განათლების ხარისხის განვითარების ეროვნული ცენტრი მართავს კონფერენციას - „უმაღლესი განათლების ხარისხის უზრუნველყოფის სისტემის რეფორმა და განვითარების შესაძლებლობები“. ამის შესახებ „ინტერპრესნიუსს“განათლების ხარისხის განვითარების ეროვნული ცენტრიდან აცნობეს.

მათი ცნობით, ღონისძიება საქართველოს განათლების, მეცნიერების, კულტურისა და სპორტის სამინისტროს პროექტის „ისწავლე საქართველოში“ მხარდაჭერით იმართება.

„კონფერენცია მიზნად ისახავს საქართველოში ევროპის უმაღლესი განათლების სივრცის მოთხოვნებისა (ESG 2015) და საქართველოსა და ევროკავშირს შორის გაფორმებული ასოცირების შეთანხმების დღის წესრიგის შესაბამისად უმაღლესი განათლების ხარისხის უზრუნველყოფის სისტემაში განხორციელებული რეფორმის მიმოხილვას.

კონფერენციაში მონაწილეობის მისაღებად მოწვეულები არიან უმაღლესი განათლების ხარისხის განვითარების დამოუკიდებელი სააგენტოების ევროპული რეესტრის (EQAR), სამედიცინო განათლების მსოფლიო ფედერაციისა (WFME) და ბოლონიის სამეთვალყურეო ჯგუფის საერთაშორისო ორგანიზაციების წარმომადგენლები“, - აღნიშნულია მათ ინფორმაციაში.

ფარხატ მამედოვი - სომხებმა რაც უნდა ის გააკეთონ, დაგვაყენონ ფაქტის წინაშე, რომ რუსი მესაზღვრეები აღარ დგანან სომხეთ-ირანის საზღვარზე, ამის შემდეგ დადგება ახალი რეალობა და თავის პოზიციას აზერბაიჯანიც ჩამოაყალიბებს
ქართული პრესის მიმოხილვა 25.04.2024
არჩილ მორჩილაძე - AACI-ის გეგმის მიხედვით, 2024 წლის 15 სექტემბრამდე, ყველა კლინიკაში უნდა დასრულდეს ძირითადი აუდიტის პროცესი, რათა შემდეგ დარჩეს დრო ხარვეზების გამოსწორებისა და მაკორექტირებელი გეგმების წარსადგენად
თბილისში ახალი კლინიკა - ჟორდანიას სამედიცინო ცენტრი გაიხსნება
m² კოლაბორაციულ პროექტს იწყებს
GM PHARMA ამერიკის სავაჭრო პალატის (AmCham) წევრი გახდა