ხატია დეკანოიძე და სალომე სამადაშვილი „ნაცმოძრაობის" ოფისის დარბევის გამო, ზუგდიდის პოლიციის უფროსს შეხვდნენ

ერთიანი ნაციონალური მოძრაობის" წევრები და ლიდერები ზუგდიდის პოლიციის უფროსს, ირაკლი ფაცაციას შეხვდნენ. ოპოზიციური პარტიის წარმომადგენლებმა პოლიციის უფროსს მიმართეს, „რატომ არ ჰქონდათ სამართალდამცავებს დროული რეაგირება „ნაციონალური მოძრაობის“ ოფისთან გუშინ მომხდარ დანაშაულებრივ ქმედებებთან დაკავშირებით“. ამასთან დაკავშირებით ფაცაციამ მათ უთხრა, რომ ადგილზე მობილიზებული იყო პოლიციის ორი ეკიპაჟი და როგორც კი საჭირო გახდა, მათ დამატებით ჯგუფები დაემატა.

თავის მხრივ, ოპოზიციური პარტიის წევრები აცხადებენ, რომ პოლიცია სამარცხვინო გახდა.

აღსანიშნავია, რომ „ერთიანი ნაციონალური მოძრაობის“ წევრებს ხატია დეკანოიძეს და სალომე სამადაშვილს ზუგდიდის მერთან შეხვედრაც სურთ.

ფარხატ მამედოვი - სომხებმა რაც უნდა ის გააკეთონ, დაგვაყენონ ფაქტის წინაშე, რომ რუსი მესაზღვრეები აღარ დგანან სომხეთ-ირანის საზღვარზე, ამის შემდეგ დადგება ახალი რეალობა და თავის პოზიციას აზერბაიჯანიც ჩამოაყალიბებს
ქართული პრესის მიმოხილვა 25.04.2024
არჩილ მორჩილაძე - AACI-ის გეგმის მიხედვით, 2024 წლის 15 სექტემბრამდე, ყველა კლინიკაში უნდა დასრულდეს ძირითადი აუდიტის პროცესი, რათა შემდეგ დარჩეს დრო ხარვეზების გამოსწორებისა და მაკორექტირებელი გეგმების წარსადგენად
თბილისში ახალი კლინიკა - ჟორდანიას სამედიცინო ცენტრი გაიხსნება
m² კოლაბორაციულ პროექტს იწყებს
GM PHARMA ამერიკის სავაჭრო პალატის (AmCham) წევრი გახდა