ზუგდიდის პოლიციის უფროსის განცხადებით, გუშინ „ნაციონალური მოძრაობის“ ოფისთან პოლიციამ ადეკვატური რეაგირება მოახდინა

ზუგდიდის პოლიციის უფროსი, ირაკლი ფაცაცია აცხადებს, რომ გუშინ „ერთიანი ნაციონალური მოძრაობის“ ოფისთან პოლიციამ ადეკვატური რეაგირება მოახდინა.

როგორც ფაცაციამ „ერთიანი ნაციონალური მოძრაობის" წევრებს განუცხადა, საკითხზე გამოძიება მიმდინარეობს.

„ჩვენ მივიღეთ შეტყობინება და აქედან გამომდინარე მივიღეთ ზომები. ვიდრე ოფისის დარბევა მოხდებოდა, პერიმეტრზე იდგა პოლიციის ორი ეკიპაჟი. როგორც კი საჭირო გახდა პოლიციის ჩართულობა, პოლიციამ მაშინვე მოახდინა ადეკვატური რეაგირება.

მიმდინარეობს საგამოძიებო მოქმედებები და გამოძიების შედეგების შესაბამისად, როგორც ჩვენ, ასევე შინაგან საქმეთა სამინისტროს პრესსამსახური ამომწურავ პასუხებს გაგცემთ“, - განაცხადა ზუგდიდის პოლიციის უფროსმა.

თავის მხრივ, „ერთიანი ნაციონალური მოძრაობის“ წევრი ხატია დეკანოიძე აცხადებს, რომ პოლიცია ინფორმირებული იყო და ამის მიუხედავად შესაბამისი ზომები არ მიუღია.

დიმიტრი ცქიტიშვილი - სამწუხაროდ, დღეს საქართველო ჩვენი ევროპელი მოკავშირეებისთვის საეჭვო და არასანდო პარტნიორია
ქართული პრესის მიმოხილვა 25.04.2024
ხათუნა ბურკაძე - ევროპისკენ სვლა საქართველოს ისტორიული არჩევანია და მისი მიღწევა ჩვენი კონსტიტუციური ვალია
Mastercard-ის ფინანსური განათლების პროექტის ფარგლებში, სამცხე-ჯავახეთის სახელმწიფო უნივერსიტეტში, ფინანსური კუთხე გაიხსნა
ბერლინის ფილარმონიული ორკესტრის კონცერტებს საქართველოში დენიელ ჰარდინგი უდირიჟორებს
„საქკაბელის“ მიერ წარმოებული სოლარ კაბელის შეძენა უკვე შესაძლებელია
„არქიში“ ერთ დღეში 150 ბინა გაიყიდა