დავით ჭიჭინაძე - „ქართულ ოცნებაში“ არიან დარჩენილი გონიერი ადამიანები, რომლებიც ხვდებიან, რომ საკმაოდ მძიმე სიტუაციაში ამოყვეს თავი

ქართულ ოცნებაში“ არიან დარჩენილი გონიერი ადამიანები, რომლებიც ხვდებიან, რომ საკმაოდ მძიმე სიტუაციაში ამოყვეს თავი და მე მაქვს იმედი, რომ ეს ადამიანები ქვეყანაზე უფრო ზრუნავენ, ვიდრე პარტიის ბედზე, - ამის შესახებ პარლამენტის დამოუკიდებელმა დეპუტატმა, დავით ჭიჭინაძემ განაცხადა.

ჭიჭინაძის თქმით, „ამ ადამიანებს პოლიტიკური გამოცდილებაც აქვთ, რამდენჯერმე ნანახიც აქვთ ის, რაც დღეს საქართველოში ხდება და შიგნით, დღეს პარტიაში წინააღმდეგობის გაწევის რესურსიც გააჩნიათ”.

„იმისთვის, რომ „ოცნებამ“ მორიგი სისულელე არ ჩაიდინოს, შიგნით სერიოზული დაპირისპირება იქნება და სწორედ ამიტომ ვფიქრობ, რომ ჩვენ ამ დარჩენილ გონიერ ადამიანებს ხელი უნდა შევუწყოთ, რომ უფრო მეტი გავლენის მოპოვება შეძლონ, ვიდრე იმ კომკავშირლებმა და ვითომ მეამბოხეებმა, თავიანთი გამოხტომებით. ზოგადად კი, „ოცნებისთვის“ საარჩევნო მოდელს უკვე ნამდვილად აღარ აქვს მნიშვნელობა. რადგან მათ მოსახლეობის მხარდაჭერა აღარ გააჩნიათ, შესაბამისად განაჩენიც უკვე გამოტანილია და ხელისუფლებაში დარჩენის რესურსიც ამოწურული აქვთ. მოკლედ, არსებოს ორი ვარიანტი, ან წავლენ, გადარჩებიან და მომავალში კიდევ ექნებათ იმედი, ან გაქრებიან „მოქალაქეთა კავშირივით“. ეს კი უკვე, რა თქმა უნდა „ოცნების“ გადასაწყვეტია”, - განაცხადა დავით ჭიჭინაძემ.

აღნიშნულ კომენტარს დავით ჭიჭინაძის პარტია „ტრიბუნას“ პრესსამსახური ავრცელებს.

ფარხატ მამედოვი - სომხებმა რაც უნდა ის გააკეთონ, დაგვაყენონ ფაქტის წინაშე, რომ რუსი მესაზღვრეები აღარ დგანან სომხეთ-ირანის საზღვარზე, ამის შემდეგ დადგება ახალი რეალობა და თავის პოზიციას აზერბაიჯანიც ჩამოაყალიბებს
ქართული პრესის მიმოხილვა 25.04.2024
არჩილ მორჩილაძე - AACI-ის გეგმის მიხედვით, 2024 წლის 15 სექტემბრამდე, ყველა კლინიკაში უნდა დასრულდეს ძირითადი აუდიტის პროცესი, რათა შემდეგ დარჩეს დრო ხარვეზების გამოსწორებისა და მაკორექტირებელი გეგმების წარსადგენად
თბილისში ახალი კლინიკა - ჟორდანიას სამედიცინო ცენტრი გაიხსნება
m² კოლაბორაციულ პროექტს იწყებს
GM PHARMA ამერიკის სავაჭრო პალატის (AmCham) წევრი გახდა