შუახევის მერიის შენობასთან ხმაურია

შუახევის მერიის შენობასთან ხმაურია. „ნაციონალური მოძრაობისა“ და არასამთავრობო ორგანიზაცია „ალტერნატივას“ წარმომადგენლები აქციას მართავენ და შუახევის მერიის შენობაში განთავსებულ საქართველოს პარლამენტის დეპუტატის ანზორ ბოლქვაძის ბიუროში შესვლას ითხოვენ.

აქციის მონაწილეები აცხადებენ, რომ ანზორ ბოლქვაძე ბიძინა ივანიშვილის დავალებას ასრულებს. ისინი სტიკერებს აკრავენ წარწერით: „მონა“.

თავის მხრივ, „ქართული ოცნების“ წევრები სამართალდამცავებთან ერთად შუახევის მერიის მთავარ შესასვლელთან იმყოფებიან და აქციის მონაწილეებს შესვლის საშუალებას არ აძლევენ. ადგილზე სიტყვიერი დაპირისპირებაა.

თავდაპირველად „ნაციონალური მოძრაობისა“ და არასამთავრობო ორგანიზაცია „ალტერნატივას“ წარმომადგენლებმა ხულოში მუნიციპალიტეტში გამართეს აქცია.

დიმიტრი ცქიტიშვილი - სამწუხაროდ, დღეს საქართველო ჩვენი ევროპელი მოკავშირეებისთვის საეჭვო და არასანდო პარტნიორია
გიორგი კაჭარავა - 2024 წლის აპრილის მოვლენები განსაზღვრავენ გლობალური პოლიტიკის და უსაფრთხოების სამომავლო ტრენდებს
ქართული პრესის მიმოხილვა 22.04.2024
Mastercard-ის ფინანსური განათლების პროექტის ფარგლებში, სამცხე-ჯავახეთის სახელმწიფო უნივერსიტეტში, ფინანსური კუთხე გაიხსნა
ბერლინის ფილარმონიული ორკესტრის კონცერტებს საქართველოში დენიელ ჰარდინგი უდირიჟორებს
„საქკაბელის“ მიერ წარმოებული სოლარ კაბელის შეძენა უკვე შესაძლებელია
„არქიში“ ერთ დღეში 150 ბინა გაიყიდა