შუახევის მერიასთან „ქართული ოცნების“ და „ნაციონალური მოძრაობის“ მხარდამჭერები ერთმანეთს ფიზიკურად დაუპირისპირდნენ

შუახევის მერიასთან „ქართული ოცნების“ და „ნაციონალური მოძრაობის“ მხარდამჭერები ერთმანეთს ფიზიკურად დაუპირისპირდნენ.

მერიასთან „ნაციონალურ მოძრაობასთან“ ერთად აქციას არასამთავრობო ორგანიზაცია „ალტერნატივას“ წევრებიც მართავდნენ.

აქციის მონაწილეებმა მერიის შენობაზე სტიკერები გააკრეს, სადაც ეწერა „მონა“, რამაც დაძაბულობა გამოიწვია. „ქართული ოცნების“ აქტივისტებმა სტიკერები მოხსნეს და აქციის მონაწილეებს ზონდერები უწოდეს.

თავის მხრივ, აქციის მონაწილეებმა განაცხადეს, რომ ისინი ითხოვდნენ მაჟორიტარი დეპუტატის, ანზორ ბოლქვაძის ბიუროსთან მიახლოებას. მათი თქმით, დეპუტატმა ხალხის სასარგებლოდ საარჩევნო სისტემაში ცვილებებს მხარი არ დაუჭირა.

აქციაზე მობილიზებულები იყვნენ სამართალდამცავები.

ამ დროისთვის, შუახევის მერიასთან სიმშვიდეა, აქციის მონაწილეებმა ტერიტორია უკვე დატოვეს.

იხილეთ ვიდეო

ფარხატ მამედოვი - სომხებმა რაც უნდა ის გააკეთონ, დაგვაყენონ ფაქტის წინაშე, რომ რუსი მესაზღვრეები აღარ დგანან სომხეთ-ირანის საზღვარზე, ამის შემდეგ დადგება ახალი რეალობა და თავის პოზიციას აზერბაიჯანიც ჩამოაყალიბებს
ქართული პრესის მიმოხილვა 25.04.2024
არჩილ მორჩილაძე - AACI-ის გეგმის მიხედვით, 2024 წლის 15 სექტემბრამდე, ყველა კლინიკაში უნდა დასრულდეს ძირითადი აუდიტის პროცესი, რათა შემდეგ დარჩეს დრო ხარვეზების გამოსწორებისა და მაკორექტირებელი გეგმების წარსადგენად
თბილისში ახალი კლინიკა - ჟორდანიას სამედიცინო ცენტრი გაიხსნება
m² კოლაბორაციულ პროექტს იწყებს
GM PHARMA ამერიკის სავაჭრო პალატის (AmCham) წევრი გახდა