სამედიცინო უნივერსიტეტის სტუდენტები ჯანდაცვის სამინისტროსთან, რეზიდენტურის გამოცდის ჩასაბარებლად გადასახადის დაწესებას აპროტესტებენ

სამედიცინო უნივერსიტეტის სტუდენტები ჯანდაცვის სამინისტროსთან შეიკრიბნენ. მათი თქმით, რეზიდენტურის გამოცდა, რომელიც აქამდე უფასო იყო, 80 ლარი გახდა და ამას აპროტესტებენ.

როგორც თბილისის სახელმწიფო სამედიცინო უნივერსიტეტის სტუდენტური თვითმმართველობის პრეზიდენტმა, ანა კაკაბაძემ "ინტერპრესნიუსს" განუცხადა, განათლებისა და ჯანდაცვის სამინისტროების წარმომადგენლებთან დღევანდელ შეხვედრაზე მიიღეს შეთავაზება, რომ ეს თანხა განახევრდებოდა, რაზეც სტუდენტებმა უარი განაცხადეს. მისივე თქმით, სტუდენტებმა რეზიდენტურაზე ჯერ რეგისტრაცია გაიარეს და შემდეგ გახდა ის ფასიანი, რაც მიუღებელი.

"რეზიდენტურის გამოცდა იყო უფასო ამდენი წლის განმავლობაში. რეზიდენტურის გამოცდაზე რეგისტრაცია დასრულდა წინა კვირას, როდესაც რეგისტრაცია დასრულდა, მას შემდეგ პოსტი დაიწერა და ამ პოსტის საშუალებით გავიგეთ, რომ თურმე გამოცდაზე დასაშვებად კონკრეტულ ანგარიშზე ფული უნდა ჩავრიცხოთ და ქვითრები წარვადგინოთ. რა თქმა უნდა, ეს ფაქტი ჩვენთვის ამორალურია და ვემიჯნებით ამას. ჩვენ დავრეგისტრირდით გამოცდაზე, რომელიც უფასო იყო და რეგისტრაციის გავლის შემდეგ გავიგეთ, რომ უნდა გადავიხადოთ თანხა. ამას გავაპროტესტებთ", - განაცხადა მან.

აქციის მონაწილეები სამინისტროებს 1 დღეს აძლევენ და საინიციატივო ჯგუფის შექმნას ითხოვენ. ასევე, ითხოვენ, ამ პროცესში სტუდენტების ჩართვას.

ამასთან, როგორც აქციის მონაწილეები აცხადებენ, მათ ჯანდაცვის სამინისტროს პრესსამსახურმა უთხრა, რომ რეგულირების სააგენტოს წარმომადგენელი მათთან შეხვედრას არ აპირებს, რადგან ის ამბობს, რომ შეხვედრა უკვე გაიმართა.

აქციის მონაწილეების განცხადებით, ისინი ყოველ დღე, 17:00 საათზე ჯანდაცვის სამინისტროსთან შეიკრიბებიან, ვიდრე მათი მოთხოვნები არ დაკმაყოფილდება.

იხილეთ ვიდეო

გია ხუხაშვილი - ხელისუფლებამ მონოპოლიების, კარტელების, ოლიგოპოლიების შექმნას უნდა შეუშალოს ხელი - თუ ქვეყანაში პოლიტიკური რისკებისაგან დაზღვეული ჯანსაღი კონკურენტული გარემო შეიქმნა, ასეთ შემთხვევაში ფასები თავისთავად დარეგულირდება
სადირ ჯაპაროვის პრეზიდენტობის ხუთი წელი: მთავარი გამოცდა ჯერ კიდევ წინაა
ქართული პრესის მიმოხილვა 26.01.2026
„ნიკორამ“ ახალი, მაღალტექნოლოგიური ქარხანა გახსნა