ანონსი 5 დეკემბერი

5 დეკემბერს, 09:30 საათზე, ინფორმაციის თავისუფლების განვითარების ინსტიტუტი (IDFI) რიგით მეორე საერთაშორისო კონფერენციას „სახელმწიფო არქივების ღიაობა და მეხსიერების კვლევები“ გამართავს.

მის: სასტუმრო „ქორთიარდ მარიოტი“

საკონტაქტო: მაგდა გუგავა - 599420206.

5 დეკემბერს, 10:00 საათზე, საქართველოს მთავრობის ადმინისტრაციაში მთავრობის სხდომა გაიმართება.

მის: ინგოროყვას 7

5 დეკემბერს, 10:00 საათზე, სასტუმრო „თბილისი მარიოტში“, ორდღიანი კონფერენცია - „უმაღლესი განათლების ხარისხის უზრუნველყოფის სისტემის რეფორმა და განვითარების შესაძლებლობები“ გაიხსნება.

მის: რუსთაველის 13 ( სასტუმრო „თბილისი მარიოტი“)

5 დეკემბერს, 10:00 საათზე, სასტუმრო „რედისონში“, ევროპის საბჭო (CoE) საქართველოს ცენტრალურ საარჩევნო კომისიასთან თანამშრომლობით, სემინარს გამართავს. პროექტის, „საარჩევნო პრაქტიკის რეფორმა საქართველოში“, ფარგლებში დაგეგმილ სემინარში პოლიტიკური პარტიების წარმომადგენლები მიიღებენ მონაწილეობას.

სემინარს, საქართველოს ცენტრალური საარჩევნო კომისიის თავმჯდომარე თამარ ჟვანია და საქართველოში ევროპის საბჭოს ოფისის ხელმძღვანელი კრისტიან ურსე, გახსნიან.

5 დეკემბერს, 10:00 საათზე, სასტუმრო “იოტაში”, საქართველოში კულტურული მარშრუტების პირველ ტრენინგ აკადემია გაიხსნება. სპეციალურად საქართველოსთვის შემუშავებულ პროგრამას ევროპის საბჭოს ორი ექსპერტი: პროფესორი მაიკ რობინსონი და კაროლინა კლარკი გაუძღვებიან.

5 დეკემბერს, 11:00 საათზე, იურისტების ჯგუფი (ბექა ბასილაია, გიორგი ჟამუტაშვილი და სხვები) რომელიც პოლიციელებისგან უფლებების გადამეტების ფაქტებს სწავლობენ, ორთაჭალაში, შსს-ს შენობასთან ბრიფინგს გამართავს.

5 დეკემბერს, 11:00 საათზე, განათლების სამინისტროსთან ,,ლელო’’ პრესკონფერენციას გამართავს.

მის: დ. უზნაძის #58

საკონტაქტო: 595 08 45 33

5 დეკემბერს, 11:00 საათზე, სასტუმრო „ჰოლიდეინში“ საია კვლევის „სავალდებულო გენდერული კვოტა საპარლამენტო არჩევნებისას ევროკავშირის წევრ ქვეყნებში“ პრეზენტაციას გამართავს.

მის: 26 მაისის მოედანი 1

5 დეკემბერს, 11:00 საათზე, მედიაჰოლდინგ „კვირას“ პრესკლუბში პარტია „გირჩის“თავმჯდომარე იაგო ხვიჩია განცხადებას გააკეთებს.

თემა: ოპოზიციის ახალი კანონპროექტი შერეულ საარჩევნო სისტემაზე , რომლის ერთერთი ავტორი ზურაბ ჯაფარიძეა. ნინო ბურჯანაძის ვიზიტი მოსკოვში. აქციები და კონტრაქციები - არის თუ არა ქვეყანაში სამოქალაქო დაპირისპირების საფრთხე.

მის: კოსტავას ქუჩა 47/57 (ჩაჩავას კლინიკის მოპირდაპირე მხარეს. სასტუმრო „ევროპის“ გვერდით) . III სართული (ლიფტით I). IV ოთახი.

საკონტაქტო: 593 53 45 24

5 დეკემბერს, 11:00 საათზე, საქართველოს სტატისტიკის ეროვნული სამსახური წარადგენს ოფიციალური სტატისტიკის ეროვნული სისტემის განვითარების პირველ სტრატეგიას, რომელიც 2020-2023 წლებს მოიცავს. სტრატეგიული დოკუმენტს წარადგენს საქსტატის აღმასრულებელი დირექტორი გოგიტა თოდრაძე.

მის: სასტუმრო "რუმსი", მერაბ კოსტავას #14.

5 დეკემბერს, 11:00 საათზე, თბილისის მერიის გარემოს დაცვის საქალაქო სამსახური, ფარნავაზ მეფის გამზირზე არსებულ შუა გამყოფ ზოლს გაამწვანებს. გამწვანების ღონისძიებაში მონაწილეობას მიიღებს თბილისის მერის მოადგილე მაია ბითაძე.

საკონტაქტო: სოფო დეკანოსიძე - 551 51 55 99

5 დეკემბერს, 11:00 საათზე, იაშვილის სახელობის ბავშვთა ცენტრალური საავადმყოფოს სამედიცინო დირექტორი, თბილისის სახელმწიფო სამედიცინო უნივერსიტეტის პროფესორ ივანე ჩხაიძე „მედიაცენტრ მთავარში“ პრესკონფერენციას გამართავს.

თემა: ქვეყანაში არსებული მდგომარეობა მწვავე ვირუსულ დაავადებებთან დაკავშირებით და ავადობის მაჩვენებელი.

მის: ლარსის ქუჩა #2 (ვერა. პეტრიაშვილისა და ბარნოვის კვეთასთან, „ანტრე“ როგორც კი დამთავრდება, მარჯვნივ. 3 სართულიანი აგურის შენობა)

საკონტაქტო: ეკა გულუა 599726565

5 დეკემბერს, 11.15 საათზე, „ევროპული საქართველოს“ ოფისში გიორგი კანდელაკის ბრიფინგი გაიმართება.

თემა: ხანგოშვილის მკვლელობა.

მის: ბარნოვის 40

საკონტაქტო ინფორმაცია: მაკუნა ჟვანია - 599 43 43 08

5 დეკემბერს, 11:30 საათზე, მედიაჰოლდინგ „კვირას“ პრესკლუბში პარტია „კანონი და სამართლის“ ლიდერი თაკო ჩარკვიანი განცხადებას გააკეთებს.

თემა: ოპოზიციის ახალი კანონპროექტი შერეულ საარჩევნო სისტემაზე, რომლის ერთ-ერთი ავტორი თაკო ჩარკვიანია. ოპოზიციური ფორმატის დატოვება და პოლიტიკური გეგმები. ნინო ბურჯანაძის მოსკოვში ვიზიტი.

აქციები და კონტრაქციები - არის თუ არა ქვეყანაში სამოქალაქო დაპირისპირების საფრთხე.

მის: კოსტავას ქუჩა 47/57 (ჩაჩავას კლინიკის მოპირდაპირე მხარეს. სასტუმრო „ევროპის“ გვერდით) . III სართული (ლიფტით I). IV ოთახი.

საკონტაქტო: 593 53 45 24

5 დეკემბერს, 12:00 საათზე, საქმიანი ტურიზმის ისტორიაში გაეროს მსოფლიო ტურიზმის ორგანიზაციისა (UNWTO) და საერთაშორისო კონგრესებისა და კონვენციების ასოციაციის (ICCA) ერთობლივი ღონისძიება „მასტერკლასი შეხვედრების ინდუსტრიაში“ გაიმართება. ღონისძიებას საქართველოს ტურიზმის ეროვნული ადმინიტრაციის ხელმძღვანელი მარიამ ქვრივიშვილი გახსნის.

მის : ბათუმი, სასტუმრო ჰილტონი.

5 დეკემბერს, 12:00 საათზე, პარლამენტის საპროცედურო საკითხთა და წესების კომიტეტის სხდომა გაიმართება.

კომიტეტის სათათბირო ოთახი N221 (C კორპუსი, II სართული)

5 დეკემბერს, 12:00 საათზე, პარლამენტის სპორტისა და ახალგაზრდულ საქმეთა კომიტეტის სხდომა გაიმართება.

პირველი რესპუბლიკის დარბაზი (C კორპუსი, III სართული)

5 დეკემბერს, 12:00 საათზე, პარლამენტის გარემოს დაცვისა და ბუნებრივი რესურსების კომიტეტის სხდომა გაიმართება.

კომიტეტის სათათბირო ოთახი N520 (C კორპუსი, V სართული)

5 დეკემბერს, 12:00 საათზე, პარლამენტის იურიდიულ საკითხთა კომიტეტის სხდომა გაიმართება.

ილია ჭავჭავაძის სახელობის დარბაზი (C კორპუსი, V სართული)

5 დეკემბერს, 13:00 საათზე, პარლამენტის ბიუროს სხდომა.

დავით აღმაშენებლის სახელობის დარბაზი (B კორპუსი, II სართული, ბიუროს ოთახი)

5 დეკემბერს, 13:00 საათზე, აშშ-ის ელჩის მოვალეობის შემსრულებელი ელიზაბეტ რუდი ათასწლეულის გამოწვევის ფონდის მიერ რეაბილიტირებულ ქუთაისის N17 საჯარო სკოლას დაათვალიერებს.

მის: ქუთაისი, ნიკეას ქ. 44

საკონტაქტო: 595 29 89 89

5 დეკემბერს, 14:00 საათზე, პროფკავშირების საკონფერენციო დარბაზში გაიმართება პროფკავშირების ახალგაზრდული მოძრაობის მიერ განხორციელებული კვლევის განხილვა მრგვალი მაგიდის ფორმატით, რომელსაც დაესწრებიან დაინტერესებული მხარეები და პროფკავშირების დარგობრივი ორგანიზაციები.

მის: ვაჟა-ფშაველას 1/43

5 დეკემბერს, 14:00 საათზე, მოხალისეობის საერთაშორისო დღის აღსანიშნავად , სექტორი 3-ში, საქართველოს მოხალისეთა მე-6 ეროვნული კონფერენცია „მოხალისეობა საქართველოში“ გაიმართება. ღონისძიებაში მონაწილეობენ ახალგაზრდულ თემებზე მომუშავე სამოქალაქო სექტორისა და თბილისის მერიის ააიპ თბილისის ახალგაზრდული ცენტრების გაერთიანების წარმომადგენლები.

თემები: საერთაშორისო და აადგილობრივი გამოცდილება, მოხალისეების ჩართულობის მნიშვნელობა შშმ პირთა ცხოვრებაში, მენტორების პროგრამა კანონთან კონფლიქტში მყოფი პირებისთვის, ახალგაზრდები და მოხალისეობა, სხვადასხვა ოპრგანიზაციის მოხალისეობრივი პროგრამები და სხვა.

მის: გიული ჭოხონელიძის 5, დიღომი (სექტორი 3-ჰაბი განვითარებისთვის)

საკონტაქტო: მარიამ ჯაფარიძე 555101040

5 დეკემბერს, 15:00 საათზე, თბილისის საქალაქო სასამართლოში გიგი უგულავასა და ალექსანდრე გოგოხიას საქმეზე პროცესი გაიმართება.

5 დეკემბერს, 17:00 საათზე, არასრულწლოვანთა ტრეფიკინგის თემაზე შინაგან საქმეთა სამინისტროში ბრიფინგი გაიმართება.

მის: გულუას ქ. N10 (ორთაჭალა - შინაგან საქმეთა სამინისტროს ადმინისტრაციული შენობა)

ვახტანგ ძაბირაძე - 30 წელზე მეტია, ჩვენთან ერთად თუ ვინმეა საქართველოს სუვერენიტეტის დამცველი, ჩვენი დასავლელი პარტნიორები არიან
ემილ ავდალიანი - ამიერიდან ირანი და ისრაელი მეტოქეობის განსხვავებულ ეტაპზე გადავიდნენ
ქართული პრესის მიმოხილვა 18.04.2024
კახა ოქრიაშვილი - საქართველოს მოსახლეობის 95% ევროპის გავლენის აგენტები ვხდებით!
საქართველოს ხელოვანები მიმდინარე პროცესებს ეხმიანებიან
Samsung Knox-მა 2024 წლის ტელევიზორებში უსაფრთხოების მაღალი სტანდარტების უზრუნველყოფისთვის CC სერტიფიკატი მიიღო