18 ნოემბერს, აქციის დაშლისას ადმინისტრაციული წესით დაკავებულ მოძრაობა "სირცხვილიას" აქტივისტს ირაკლი ფავლენიშვილს ადმინისტრაციულ სახდელად 1 300-ლარიანი ჯარიმა დაეკისრა. აღნიშნული გადაწყვეტილება თბილისის საქალაქო სასამართლოს მოსამართლე ვალერიანე ფილიშვილმა გამოაცხადა.
ირაკლი ფავლენიშვილის მიმართ წვრილმან ხულიგნობასთან დაკავშირებით სამართალწარმოება შეწყდა. მოსამართლემ ის სამართალდამცავი ორგანოს წარმომადგენლის კანონიერი მოთხოვნისადმი დაუმორჩილებლობაში სცნო სამართალდამრღვევად.