კურორტ „გოდერძიდან“ მწვანე ტბამდე მისვლა რეაბილიტირებული საავტომობოლო გზით არის შესაძლებელი

კურორტ „გოდერძიდან“ მწვანე ტბამდე მისვლა უკვე ახალი რეაბილიტირებული საავტომობილო გზით არის შესაძლებელი.

აჭარის მთავრობის ინფორმაციით, მასშტაბური ინფრასტრუქტურული პროექტი გზის 6500 მეტრ მონაკვეთზე განხორციელდა და ის კურორტ „გოდერძს“ ასევე დიდაჭარის იაილასაც აკავშირებს.

მათივე ცნობით, პროექტის ფარგლებში სხვადასხვა ტიპის დამცავი-ხელოვნური ნაგებობა მოეწყო და სამი ახალი ხიდი აშენდა. სამუშაო პროცესში 50 ადამიანი დასაქმდა. პროექტი აჭარის რესპუბლიკური ბიუჯეტიდან 6 320 570 ლარით დაფინანსდა.

როგორც აჭარის მთავრობის თავმჯდომარემ თორნიკე რიჟვაძემ განაცხადა, მწვანე ტბის ინფრასტრუქტურული განვითარება ახალი შესაძლებლობაა ხულოს მუნიციპალიტეტისათვის.

„აჭარაში, თითქმის ყველა მუნიციპალიტეტში აქტიურად მიმდინარეობს საგზაო ინფრასტრუქტურის მოწყობა. ჩვენ აქტიურად ვავითარებთ როგორც კურორტ “გოდერძს”, ასევე ბეშუმს და მწვანე ტბას. ეს ერთობლიობაში შექმნის ახალ ტურისტულ მიზიდულობას, ახალ ტურისტულ კლასტერს, რომლითაც პირველ რიგში ფინანსურ შემოსავალს მიიღებენ ხულოს მაცხოვრებლები,“ - განაცხადა თორნიკე რიჟვაძემ.

აჭარის საავტომობილო გზების დეპარტამენტის უფროსის მუხრან კაკაბაძის განცხადებით კი, „ამ გზის რეაბილიტაციას დიდი მნიშვნელობა ჰქონდა, როგორც მუნიციპალიტეტისათვის ასევე რეგიონისთვის, ვინაიდან მთელი წლის განმავლობაში მწვანე ტბას ძალიან ბევრი ვიზიტორი სტუმრობს და ამ ახალი გზით უფრო მეტი ვიზიტორი ესტუმრება“.

ვახტანგ ძაბირაძე - 30 წელზე მეტია, ჩვენთან ერთად თუ ვინმეა საქართველოს სუვერენიტეტის დამცველი, ჩვენი დასავლელი პარტნიორები არიან
ემილ ავდალიანი - ამიერიდან ირანი და ისრაელი მეტოქეობის განსხვავებულ ეტაპზე გადავიდნენ
ქართული პრესის მიმოხილვა 18.04.2024
ალიანს ჰაილაინი, როგორც სრულყოფილი საინვესტიციო პროდუქტი
ბოლო დროის ყველაზე პოპულარული B2B პროექტი - ONFAYA, Golden Tulip Design Tbilisi-ში
სუპერმარკეტების ქსელმა „ლიბრე“ განახლებული ფილიალი გახსნა
წინანდლის მამულში საგაზაფხულო სეზონი კულტურული ღონისძიებებით გაიხსნა