დონალდ ტრამპი კანადის პრემიერზე - ჯასტინ ტრიუდო ორპირი ადამიანია

აშშ-ის პრეზიდენტმა კანადის პრემიერს ჯასტინ ტრიუდოს „ორპირი ადამიანი" უწოდა. „ბიბისის“ ინფორმაციით, დონალდ ტრამპმა ამის შესახებ მაშინ განაცხადა, როცა ჟურნალისტებმა იმ ვიდეოს შესახებ ჰკითხეს, სადაც ისმის, როგორ დასცინის ჯასტინ ტრიუდო ტრამპს.

„ტრიუდო ორპირია. არა, ძალიან კარგი ბიჭია, თუმცა, როგორც ჩანს, არ მოსწონს, რომ მე მას ნატო-ს თავდაცვის ბიუჯეტში მშპ-ის 2%-ის შეტანისკენ მოვუწოდე,“- განაცხადა დონალდ ტრამპმა.

ბუკინგემის სასახლეში გაკეთებულ ვიდეოჩანაწერში ისმის, როგორ ესაუბრება კანადის პრემიერი ბრიტანეთის პრემიერ-მინისტრ ბორის ჯონსონს, საფრანგეთის პრეზიდენტ ემანუელ მაკრონს, ჰოლანდიის პრემიერ-მინისტრ მარკ რუტესა და დედოფალ ელიზაბედის ქალიშვილ ანას დონალდ ტრამპის დაუგეგმავად გამართული პრესკონფერენციის შესახებ.

„ამიტომ დაიგვიანე?“- ეკითხება ჯონსონი მაკრონს.

„40 წუთიანი პრესკონფერენცია იყო, დიახ, დიახ! 40 წუთიანი...დავინახე, მისი გუნდის წევრებს ნიკაპები იატაკზე როგორ ჩამოუცვივდათ,“- პასუხობს ტრიუდო. დანარჩენი სიტყვები აღარ ისმის.

მოგვიანებით, კანადის პრემიერმა განაცხადა, რომ ის არა დონალდ ტრამპზე, არამედ „დიდი შვიდიანის“ მომავალი შეხვედრის ჩატარების ადგილზე იცინოდა.

დონალდ ტრამპმა ნატო-ს ლიდერების შეხვედრის შემაჯამებელი პრესკონფერენციის გამართვაზე უარი თქვა.

„შეხვედრის დასრულების შემდეგ პირდაპირ ვაშინგტონში გავემგზავრები. ნატო-ს სამიტის შემდეგ პრესკონფერენციას არ ჩავატარებთ, იმიტომ რომ ბოლო ორი დღის განმავლობაში ჟურნალისტებთან ისედაც ბევრი ვისაუბრეთ. ყველას უსაფრთხო მგზავრობას ვუსურვებთ“, - წერს დონალდ ტრამპი სოციალურ ქსელ „ტვიტერში“.

იხილეთ ვიდეო: ტრამპმა კანადის პრეზიდენტს ჯასტინ ტრიუდოს "ორპირი ადამიანი" უწოდა

ხათუნა ბურკაძე - პარლამენტმა არ უნდა მიიღოს კანონპროექტი, რომელიც გვყოფს, გვაპირისპირებს და ჩვენს ევროპულ მომავალს აზიანებს
ვაჟა ბერიძე - გაუწევენ დასავლეთში ივანიშვილს ანგარიშს? ის, ხომ სადღეისოდ, ქვეყანაში ვითარებას აკონტროლებს, მაგრამ უღირს დასავლეთს ივანიშვილთან ახალ პირობებზე გარიგება დადოს?
ქართული პრესის მიმოხილვა 06.05.2024
კახა ოქრიაშვილი - „უცხოეთის გავლენის აგენტების“ შესახებ კანონის მიღება ევროკავშირის კარს ბოქლომს სამუდამოდ დაადებს!
გახსენით ევროპული ანგარიში ევროპულ ბანკში - „პეისერა ბანკი საქართველო“ უსაზღვრო ევროპულ შესაძლებლობებსა და უსაფრთხოების ევროპულ სტანდარტს გთავაზობთ
Tether აღმოსავლეთ ევროპაში საგადახდო სექტორის გაძლიერებას CityPay.io-ში დამატებითი ინვესტიციებით აგრძელებს