კახეთის გზატკეცილზე სამუშაოები დღეს დასრულდება

კახეთის გზატკეცილზე სამუშაოები დღეს დასრულდება. ამის შესახებ თბილისის მერმა კახა კალაძემ ჟურნალისტებს განუცხადა.

როგორც კალაძემ აღნიშნა, გლდანში, ხიზანიშვილისა და ვეკუას ქუჩებზე გზის მოწყობის სამუშაოები ქვედა ფენებში 15 დეკემბრისთვის დასრულდება.

„კახეთის გზატკეცილზე მოძრაობა გაიხსნება. დარჩება მხოლოდ განათების ბოძების მონტაჟი და შუა გამტყოფი ზოლის მოწესრიგება. პარალელურად, დაწყებულია რგვები და გამწვანების მოწესრიგება. გაზაფხულზე დავიწყებთ დახაზვით სამუშაობეს.

„დედა ენის“ და 8 მარტის ბაღებში სამუშაოები გაზაფხულზე დასრულდება. ასევე, ხიზანიშვილისა და ვეკუას ქუჩებზე გაცხადებული მქონდა, რომ 15 დეკემბრამდე დასრულდებოდა ქვედა ფენებში სამუშაოები. რაც შეეხება კიკვიძის პარკს, ძირითადი სამუშაოები დასრულებულია, თუმცა, შეიძლება გავაჩეროთ და ბალახის დათესვა გაზაფხულზე გავაგრძელოთ იმისთვის, რომ პრობლემა არ შეექმნას“, - განაცხადა კალაძემ.

ფარხატ მამედოვი - სომხებმა რაც უნდა ის გააკეთონ, დაგვაყენონ ფაქტის წინაშე, რომ რუსი მესაზღვრეები აღარ დგანან სომხეთ-ირანის საზღვარზე, ამის შემდეგ დადგება ახალი რეალობა და თავის პოზიციას აზერბაიჯანიც ჩამოაყალიბებს
ქართული პრესის მიმოხილვა 25.04.2024
არჩილ მორჩილაძე - AACI-ის გეგმის მიხედვით, 2024 წლის 15 სექტემბრამდე, ყველა კლინიკაში უნდა დასრულდეს ძირითადი აუდიტის პროცესი, რათა შემდეგ დარჩეს დრო ხარვეზების გამოსწორებისა და მაკორექტირებელი გეგმების წარსადგენად
თბილისში ახალი კლინიკა - ჟორდანიას სამედიცინო ცენტრი გაიხსნება
m² კოლაბორაციულ პროექტს იწყებს
GM PHARMA ამერიკის სავაჭრო პალატის (AmCham) წევრი გახდა