ხანჩალის ტბის დამბის დაზიანებული მონაკვეთების რეაბილიტაცია მიმდინარეობს

გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის სამინისტროს შპს „საქართველოს მელიორაცია“ სამცხე-ჯავახეთში ხანჩალის ტბის დამბის დაზიანებული მონაკვეთების რეაბილიტაციას ახორციელებს.

როგორც „ინტერპრესნიუსს“ გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის სამინისტროდან აცნობეს, პროექტით გათვალისწინებულია დამბის კვეთის აღდგენა და ფერდების რკინაბეტონის ფილებით მოპირკეთება.

„ჩატარებული სამუშაოები ტბის მდგრადობას და მიმდებარე ტერიტორიის შესაძლო დატბორვისგან დაცვას უზრუნველყოფს. პროექტის სავარაუდო ღირებულებაა 284 000 ლარი. საქართველოს მელიორაციამ სამუშაოები საკუთარი ძალებით ოქტომბერში დაიწყო და დასრულების ეტაპზეა“, - აღნიშნულია უწყების მიერ გავრცელებულ ინფორმაციაში.

ფარხატ მამედოვი - სომხებმა რაც უნდა ის გააკეთონ, დაგვაყენონ ფაქტის წინაშე, რომ რუსი მესაზღვრეები აღარ დგანან სომხეთ-ირანის საზღვარზე, ამის შემდეგ დადგება ახალი რეალობა და თავის პოზიციას აზერბაიჯანიც ჩამოაყალიბებს
ქართული პრესის მიმოხილვა 25.04.2024
არჩილ მორჩილაძე - AACI-ის გეგმის მიხედვით, 2024 წლის 15 სექტემბრამდე, ყველა კლინიკაში უნდა დასრულდეს ძირითადი აუდიტის პროცესი, რათა შემდეგ დარჩეს დრო ხარვეზების გამოსწორებისა და მაკორექტირებელი გეგმების წარსადგენად
თბილისში ახალი კლინიკა - ჟორდანიას სამედიცინო ცენტრი გაიხსნება
m² კოლაბორაციულ პროექტს იწყებს
GM PHARMA ამერიკის სავაჭრო პალატის (AmCham) წევრი გახდა