„ნაციონალური მოძრაობისა“ და „ალტერნატივას“ წევრებს ბათუმის მერიის შენობაში შესვლის საშუალებას დაცვის თანამშრომლები არ აძლევენ

„ნაციონალური მოძრაობისა“ და არასამთავრობო ორგანიზაცია „ალტერნატივას“ წევრებს ბათუმის მერიის შენობაში შესვლის საშუალებას დაცვის თანამშრომლები არ აძლევენ.

აქციის მონაწილეები საქართველოს პარლამენტის დეპუტატთან „ქართული ოცნებიდან", მუხრან ვახტანგაძესთან შეხვედრას ითხოვენ, რომლის ბიუროც მერიის შენობაშია განთავსებული.

მათი თქმით, დეპუტატთან საარჩევნო სისტემასთან დაკავშირებით შეკითხვები აქვთ.

„მუხრან ვახტანგაძეს გვინდა ვკითხოთ, თუ იცის რა განსხვავებაა პროპორციულ და მაჟორიტარულ არჩევნებს შორის“, - განაცხადა „ნაციონალური მოძრაობის“ წევრმა გია ხალვაშმა.

შეკრებილების თქმით, ბათუმის მერიის შენობაში შესვლის ნებართვა აქვთ და ისინი ბათუმის საკრებულოში „ერთიანი ნაციონალური მოძრაობის" წევრმა, ნოდარ დუმბაძემ მიიწვია.

დიმიტრი ცქიტიშვილი - სამწუხაროდ, დღეს საქართველო ჩვენი ევროპელი მოკავშირეებისთვის საეჭვო და არასანდო პარტნიორია
ქართული პრესის მიმოხილვა 25.04.2024
ხათუნა ბურკაძე - ევროპისკენ სვლა საქართველოს ისტორიული არჩევანია და მისი მიღწევა ჩვენი კონსტიტუციური ვალია
Mastercard-ის ფინანსური განათლების პროექტის ფარგლებში, სამცხე-ჯავახეთის სახელმწიფო უნივერსიტეტში, ფინანსური კუთხე გაიხსნა
ბერლინის ფილარმონიული ორკესტრის კონცერტებს საქართველოში დენიელ ჰარდინგი უდირიჟორებს
„საქკაბელის“ მიერ წარმოებული სოლარ კაბელის შეძენა უკვე შესაძლებელია
„არქიში“ ერთ დღეში 150 ბინა გაიყიდა