„ევროპული საქართველო“ - ზელიმხან  ხანგოშვილის მკვლელობაზე საქართველოს მთავრობის დუმილი გამაოგნებელია

საქართველოს მოქალაქის მკვლელობისათვის ასეთი დიდი მნიშვნელობის მინიჭების ფონზე, მთავრობის მხრიდან საკუთარი მოქალაქის მკვლელობის დემონსტრაციული იგნორირება უკიდურესად შემაშფოთებელია, - ამის შესახებ „ევროპულ საქართველოში“ აცხადებენ.

მათივე თქმით, „ქართული ოცნების“ მთავრობის დამოკიდებულება ხანგოშვილთან როგორც მის სიცოცხლეში, ასევე მისი მკვლელობის შემდეგ, სქართველოს ეროვნული უსაფრთხოების სერიოზული ეროზიის თვალსაჩინო მაგალითია.

„საზოგადოებას მოეხსენება, რომ გუშინ გერმანიის ფედერაციულმა რესპუბლიკამ ქვეყნიდან გააძევა ორი რუსი დიპლომატი და რომ გერმანიის ფედერალურმა პროკურორმა რუსეთს საქართველოს მოქალაქის, ზელიმხან ხანგოშვილის მკვლელობაში ღიად დასდო ბრალი. გერმანიის კაცლერმა, ანგელა მერკელმა ასევე განაცხადა, რომ აპირებს ხანგოშვილის მკვლელობის საკითხის რუსეთის პრეზიდენტთან, ვლადიმერ პუტინთან განხილვას.

ზელიმხან ხანგოშვილი, გარდა იმისა, რომ იყო საქართველოს მოქალაქე და პატრიოტი, აქტიურად თანამშრომლობდა საქართველოს სახელმწიფოსთან როგორც ისლამური ექსტრემიზმის, ასევე რუსული სპეცსამსახურების წინააღმდეგ.

„2015 წელს ხანგოშვილზე თბილისის ცენტრში, ზ. ჟვანიას მოედანზე, განხორციელდა შეიარაღებული თავდასხმა, რომლის დროსაც მას რვა ტყვია ესროლეს. თავდასხმა, რომელიც დიდი ალბათობით რუსეთის სპეცსამსახურებმა განახორციელეს, თავად ხანგოშვილის და საქმეში ჩახედული ადამიანების, მათ შორის ავრორიტეტული არასამთავრობო ორგანიზაციების აზრით, პროკურატურამ განზრახ არ გამოიძია. გაქრა თავდასხმის ადგილას არსებული კამერების ჩანაწერები. ხანგოშვილმა საქართველოს დატოვების გადაწყვეტილება საქართველოს პროკურატურის მიერ დანაშაულის დაფარვის გამო მიიღო.

საკუთარი, მითუმეტეს, დამსახურებული მოქალაქის მკვლელობის ასეთი დემონსტრაციული იგნორირება კიდევ ერთხელ შეგვახსენებს, რომ „ქართული ოცნების“ მთავრობა და საქართველოს ინტერესები დიდი ხანია დასცილდა ერთმანეთს. ხანგოშვილზე 2015 წლის თავდასხმა და მისი შესაძლო დაფარვა აუცილებლად იქნება გამოძიებული,“ - აცხადებენ „ევროპულ საქართველოში“.

ფარხატ მამედოვი - სომხებმა რაც უნდა ის გააკეთონ, დაგვაყენონ ფაქტის წინაშე, რომ რუსი მესაზღვრეები აღარ დგანან სომხეთ-ირანის საზღვარზე, ამის შემდეგ დადგება ახალი რეალობა და თავის პოზიციას აზერბაიჯანიც ჩამოაყალიბებს
ქართული პრესის მიმოხილვა 25.04.2024
არჩილ მორჩილაძე - AACI-ის გეგმის მიხედვით, 2024 წლის 15 სექტემბრამდე, ყველა კლინიკაში უნდა დასრულდეს ძირითადი აუდიტის პროცესი, რათა შემდეგ დარჩეს დრო ხარვეზების გამოსწორებისა და მაკორექტირებელი გეგმების წარსადგენად
თბილისში ახალი კლინიკა - ჟორდანიას სამედიცინო ცენტრი გაიხსნება
m² კოლაბორაციულ პროექტს იწყებს
GM PHARMA ამერიკის სავაჭრო პალატის (AmCham) წევრი გახდა