მოძრაობა “ლელოს” წევრები სამუშაო ჯგუფის შექმნას მოითხოვენ, რომელიც განათლების პოლიტიკის გრძელვადიან სტრატეგიაზე იმუშავებს

საზოგადოებრივი მოძრაობა “ლელოს” წევრები სამუშაო ჯგუფის შექმნას მოითხოვენ, რომელიც განათლების პოლიტიკის გრძელვადიან სტრატეგიაზე იმუშავებს. ამის შესახებ “ლელოს” წევრმა ირაკლი კუპრაძემ ჟურნალისტებს განათლების, მეცნიერების, სპორტისა და კულტურის სამინისტროსთან განუცხადა.

აღნიშნული მოთხოვნით “ლელოს” წევრები მოსწავლეთა შეფასების საერთაშორისო პროგრამის PISA 2018 წლის მონაცემებს გამოეხმაურნენ, სადაც საქართველოს შედეგები 2015 წელთან შედარებით ყველა ნაწილში - მათემატიკაში, საბუნებისმეტყველო საგნებსა და წიგნიერებაში, გაუარესებულია.

ირაკლი კუპრაძის თქმით, სამუშაო ჯგუფის მუშაობაში ჩართული უნდა იყოს არამხოლოდ “ქართული ოცნების” წარმომადგენლები, არამედ ოპოზიცია, სახალხო დამცველი და გაერო-ს ბავშვთა ფონდი.

“ჩვენ ვხედავთ პოლიტიზირებულ სკოლებს და რესურს ცენტრებს, რომლებიც ცდილობენ პარტიულ საქმიანობაში ჩართონ მასწავლებლები. ჩვენ მოვისმინეთ გაეროს ბავშვთა ფონდიდან ინფორმაცია, რომ 12 000 ბავშვი არ დადის სკოლაში და გასულია ამ საჯარო სიკეთიდან. სახელმწიფო, რომელიც არ უზრუნველყოფს საკუთარ მოვალეობებს, ის ემხრობა სოციალური უთანასწორობის გაღვივებას საჯარო სივრცეებში. არ შეიძლება განათლების პოლიტიკა დამყარებული იყოს მხოლოდ მინისტრის გადაწყეტილებაზე და ყოველი მინისტრის ცვლილებასთან ერთად იცვლებოდეს ეს გადაწყვეტილება და ექსპერიმენტული შედეგების ქვეშ ვცხოვრობდეთ და ვამყოფებდეთ ახალ თაობას. ეს არის განათლების სისტემის კრიზისი, რომელზეც პასუხი უნდა ჰქონდეს როგორც “ქართულ ოცნებას”, ასევე მკაფიო და მტკიცე პროტესტი ქართულ საზოგადოებას, წინააღმდეგ შემთხვევაში, დავრჩებით მაჩანჩალა ქვეყანა. ამ ყველაფერზე პასუხისმგებლობას ვაკისრებთ “ქართულ ოცნებას” და განათლების სამინისტროდან ველოდებით პასუხს სამუშაო ჯგუფის შექმნაზე. წინააღმდეგ შემთხვევაში, გავაგრძელებთ ბრძოლას, აქციებს, მანიფესტაციებს და სისტემის დახსნას ამ ჭაობიდან”, - განაცხადა ირაკლი კუპრაძემ.

ამასთან, „ლელოს” ერთ-ერთი წევრის საბა ბუაძის განცხადებით, საქართველოში არსებული საგანმანათლებლო სისტემა ბავშვებს ვეღარ ამზადებს თანამედროვე სამყაროს გამოწვევებისათვის და ვერ ახდენს მათი, როგორც მოქალაქეებად ჩამოყალიბების ხელშეწყობას.

“საგანმანათლებლო სისტემის კრიზისი არის ყველაზე მნიშვნელოვანი საკითხი, რომელზეც დღეს ქართული საზოგადოება უნდა მსჯელობდეს. ჩვენ დღეს გვიწევს ხელოვნურ კრიზისებზე რეაგირება, ნაცვლად იმისა, რომ ვილაპარაკოთ სკოლაში არსებულ განათლების ხარისხზე, სკოლის უსაფრთხოებაზე, როდესაც მშობლები ბავშვებს უშვებენ სკოლაში ისეთ გარემოში, სადაც არ იციან შემდეგ რა ვითარება შეიძლება შეიქმნას, ჩვენ გვახსოვს სარალიძის ტრაგიკული შემთხვევა. სასკოლო გარემო არის აბსოლუტური კრიზისის წინაშე და სასურველია დავიწყოთ გრძელვადიან რეფორმაზე საუბარი. ისეთ რეფორმაზე, რომელსაც ექნება ფართო საზოგადოების მხარდაჭერა”,- განაცხადა საბა ბუაძემ.

ფარხატ მამედოვი - სომხებმა რაც უნდა ის გააკეთონ, დაგვაყენონ ფაქტის წინაშე, რომ რუსი მესაზღვრეები აღარ დგანან სომხეთ-ირანის საზღვარზე, ამის შემდეგ დადგება ახალი რეალობა და თავის პოზიციას აზერბაიჯანიც ჩამოაყალიბებს
ქართული პრესის მიმოხილვა 25.04.2024
არჩილ მორჩილაძე - AACI-ის გეგმის მიხედვით, 2024 წლის 15 სექტემბრამდე, ყველა კლინიკაში უნდა დასრულდეს ძირითადი აუდიტის პროცესი, რათა შემდეგ დარჩეს დრო ხარვეზების გამოსწორებისა და მაკორექტირებელი გეგმების წარსადგენად
თბილისში ახალი კლინიკა - ჟორდანიას სამედიცინო ცენტრი გაიხსნება
m² კოლაბორაციულ პროექტს იწყებს
GM PHARMA ამერიკის სავაჭრო პალატის (AmCham) წევრი გახდა