ბათუმის მერიის შენობაზე გაკრული  სტიკერები წარწერით "მონები", ჩამოხსნეს

ბათუმის მერიის შენობაზე, "ერთიანი ნაციონალური მოძრაობისა" და არასამთავრობო ორგანიზაცია "ალტერნატივას" წევრებმა სტიკერები წარწერით "მონები" გააკრეს. აღნიშნული სტიკერები ბათუმის მერიის ერთ-ერთმა თანამშრომლმა ჩამოხსნა. მან ჟურნალისტებთან კომენტარი არ გააკეთა და მიმდებარე ტერიტორია მალევე დატოვა.

რაც შეეხება აქციის მონაწილეებს, ისინი ამ დროისათვის მერიის შენობასთან აღარ იმყოფებიან.

შეგახსენებთ, რომ აქციის მონაწილეები საქართველოს პარლამენტის დეპუტატ მუხრან ვახტანგაძესთან შეხვედრას მოითხოვდნენ. მათი თქმით, მუხრან ვახტანგაძესთან საარჩევნო სისტემასთან დაკავშირებით შეკითხვები აქვთ.

ვახტანგ ძაბირაძე - 30 წელზე მეტია, ჩვენთან ერთად თუ ვინმეა საქართველოს სუვერენიტეტის დამცველი, ჩვენი დასავლელი პარტნიორები არიან
ემილ ავდალიანი - ამიერიდან ირანი და ისრაელი მეტოქეობის განსხვავებულ ეტაპზე გადავიდნენ
ქართული პრესის მიმოხილვა 18.04.2024
ალიანს ჰაილაინი, როგორც სრულყოფილი საინვესტიციო პროდუქტი
ბოლო დროის ყველაზე პოპულარული B2B პროექტი - ONFAYA, Golden Tulip Design Tbilisi-ში
სუპერმარკეტების ქსელმა „ლიბრე“ განახლებული ფილიალი გახსნა
წინანდლის მამულში საგაზაფხულო სეზონი კულტურული ღონისძიებებით გაიხსნა