ირაკლი ჩიქოვანი - ჩვენ უზრუნველვყოფთ იმას, რომ 2020 წელს იყოს ძალიან მაღალი დონის საარჩევნო მარათონი

ჩვენ უზრუნველვყოფთ იმას, რომ 2020 წელს, როგორც აქამდე, საქართველოში იყოს ძალიან მაღალი დონის საარჩევნო მარათონი, - ამის შესახებ მთავრობის სხდომის დასრულების შემდეგ პრემიერ-მინისტრის მრჩეველმა და პრესსპიკერმა, ირაკლი ჩიქოვანმა განაცხადა.

მისივე თქმით, პრემიერმა არაერთხელ გააკეთა განცხადება იმაზე, რომ ქვეყანაში იქნება უზრუნველყოფილი გამოხატვის და შეკრების თავისუფლება.

„ამ ყველაფერს არეგულირებს შესაბამისი საკანონმდებლო ჩარჩო, რომელიც ჩვენს ქვეყანაში არსებობს და თუ ეს რომელიმე ცდება ამ ჩარჩოს, სამართალდამცველები გააკეთებენ ყველაფერს, რომ ეს მოქცეული იყოს სამართლებრივ ჩარჩოებში. ამის მიუხედავად, გეტყვით იმასაც, რომ კონკრეტულ განცხადებებთან და კონკრეტულ მოწოდებებთან დაკავშირებით, რა თქმა უნდა, მე კომენტარს არ გავაკეთებ, მაგრამ გეტყვით იმას, რომ სახელმწიფოს პოზიცია არის ის, რომ საქართველომ გააგრძელოს თავისი დემოკრატიული ტრანფორმაცია, საქართველომ ჩაატაროს მშვიდობიან, დემოკრატიულ გარემოში არჩევნები, რაზეც არის კონცენტრირებული პრემიერ-მინისტრი. შესაბამისად, ჩვენ უზრუნველვყოფთ იმას, რომ 2020 წელს, როგორც აქამდე, საქართველოში იყოს ძალიან მაღალი დონის საარჩევო მარათონი“, -განაცხადა ირაკლი ჩიქოვანმა.

მან ასევე ისაუბრა ცალკეული დეპუტატების ინიციატივაზე, რომელიც სრულად მაჟორიტარულ სისტემაზე გადასვლას გულისხმობს. პრემიერის პრესსპიკერი ამბობს, რომ 2024 წელს არჩევნების პროპორციული სისტემით ჩატარება კონსტიტუციითა უზრუნველყოფილი და მოცემულობა არ შეიცვლება.

„კონკრეტული საკანონმდებლო ინიციატივები, რომელიც არის პარლამენტში წარდგენილი, ეს არის საპარლამენტო ცხოვრების ნაწილი. ამ კონკრეტულ თემებთან დაკავშირებით კონკრეტულმა ჯგუფებმა გააკეთეს განცხადებები. რაც შეეხება პრემიერ-მინისტრს, პრემიერმა არაერთხელ გააკეთა ამაზე განცხადება. საქართველოში პროპოროციული არჩევნები ჩატარდება 2024 წელს, ეს არის კონსტიტუციით უზრუნველყოფილი ეს ერთი და მეორეს მხრივ, ხელისუფლება გააკეთებს ყველაფერს, რომ კანონით გათვალისწინებული და კანონით დადგენილ რეჟიმში 2020 წლის არჩევნებმა ჩაიაროს მშვიდობიან და სამართლიან გარემოში“, - დასძინა პრემიერის პრესსპიკერმა.

ფარხატ მამედოვი - სომხებმა რაც უნდა ის გააკეთონ, დაგვაყენონ ფაქტის წინაშე, რომ რუსი მესაზღვრეები აღარ დგანან სომხეთ-ირანის საზღვარზე, ამის შემდეგ დადგება ახალი რეალობა და თავის პოზიციას აზერბაიჯანიც ჩამოაყალიბებს
ქართული პრესის მიმოხილვა 25.04.2024
არჩილ მორჩილაძე - AACI-ის გეგმის მიხედვით, 2024 წლის 15 სექტემბრამდე, ყველა კლინიკაში უნდა დასრულდეს ძირითადი აუდიტის პროცესი, რათა შემდეგ დარჩეს დრო ხარვეზების გამოსწორებისა და მაკორექტირებელი გეგმების წარსადგენად
თბილისში ახალი კლინიკა - ჟორდანიას სამედიცინო ცენტრი გაიხსნება
m² კოლაბორაციულ პროექტს იწყებს
GM PHARMA ამერიკის სავაჭრო პალატის (AmCham) წევრი გახდა