მამუკა მდინარაძე - მე, როგორც დეპუტატი, 2024 წლიდან სრულად მაჟორიტარულ საარჩევნო სისტემაზე გადასვლის წინააღმდეგი ვარ

მე, როგორც დეპუტატი, 2024 წლიდან სრულად მაჟორიტარულ საარჩევნო სისტემაზე გადასვლის წინააღმდეგი ვარ, - ამის შესახებ საპარლამენტო უმრავლესობის ლიდერმა მამუკა მდინარაძემ ბიუროს სხდომაზე განაცხადა, სადაც ცნობილი გახდა, რომ 2024 წლიდან მაჟორიტარულ საარჩევნო სისტემასთან დაკავშირებით საინიციატივო ჯგუფის განცხადება საპროცედურო საკითხთა და წესების კომიტეტს დასკვნისთვის გადაეცემა.

როგორც მდინარაძემ განაცხადა, ამ საკითხზე მსჯელობა უმრავლესობის სხდომაზე უნდა იყოს.

„როგორც დეპუტატი აბსოლუტურ წინააღმდეგობას ვაფიქსირებ. ვფიქრობ, რომ უახლოეს მომავალში გვექნება უმრავლესობის სხდომა, სადაც ამ საკითხზე უნდა ვიმსჯელოთ და რაღაც გადაწყვეტილებამდე მივიდეთ. თუ მსგავს ინიციატივებს წმინდა ფორმალური თვალსაზრისით არ ექნება თანხმობა, შემდეგი განვითარება როგორ იქნება, ჩემი აზრით, ამაზე უნდა ვიმსჯელოთ. ეს უნდა გავაკეთოთ უახლოეს მომავალში უმრავლესობის სხდომაზე,“ - განაცხადა მდინარაძემ.

იხილეთ ვიდეო

ფარხატ მამედოვი - სომხებმა რაც უნდა ის გააკეთონ, დაგვაყენონ ფაქტის წინაშე, რომ რუსი მესაზღვრეები აღარ დგანან სომხეთ-ირანის საზღვარზე, ამის შემდეგ დადგება ახალი რეალობა და თავის პოზიციას აზერბაიჯანიც ჩამოაყალიბებს
ქართული პრესის მიმოხილვა 25.04.2024
არჩილ მორჩილაძე - AACI-ის გეგმის მიხედვით, 2024 წლის 15 სექტემბრამდე, ყველა კლინიკაში უნდა დასრულდეს ძირითადი აუდიტის პროცესი, რათა შემდეგ დარჩეს დრო ხარვეზების გამოსწორებისა და მაკორექტირებელი გეგმების წარსადგენად
თბილისში ახალი კლინიკა - ჟორდანიას სამედიცინო ცენტრი გაიხსნება
m² კოლაბორაციულ პროექტს იწყებს
GM PHARMA ამერიკის სავაჭრო პალატის (AmCham) წევრი გახდა