მეუფე გერასიმემ ეპარქიაში შემავალ სასულიერო პირებს ნარკოდანაშაულისთვის დაკავებული ბერის შესახებ ინფორმაცია მიაწოდა

ზუგდიდისა და ცაიშის მიტროპოლიტი, მეუფე გერასიმე ეპარქიაში შემავალ სასულიერო პირებს კორცხელში შეხვდა და მათ ნარკოდანაშაულისთვის დაკავებული ბერის შესახებ ინფორმაცია მიაწოდა. ამის შესახებ ჟურნალისტებს ზუგდიდისა და ცაიშის ეპარქიის მდივანმა, მამა დიმიტრი ვეკუამ განუცხადა. მისივე თქმით, ის კარგად იცნობს დაკავებულს მისთვის ეს ამბავი მოულოდნელი აღმოჩნდა.

„ჩვენ გაგვაცნეს აღნიშნული ინფორმაცია, რომელიც პრესით გავრცელდა. ძალიან სამწუხარო ფაქტია. ეპარქიის მმართველი მღვდელმთავარი და სასულიერო პირები ესწრებოდა ამ შეხვედრას. ვიცნობდი დაკავებულს, ერთად ვსწავლობდით თბილისის სასულიერო სემინარიაში. შემდეგ ის გაემგზავრა ათონის წმინდა მთაზე და აღიკვეცა ბერად. რამდენიმე წელია ჩვენს ეპარქიაში არ მსახურობს. მე ამ ბრალზე ვერ ვისაუბრებ, ამას გამოძიება დაადგენს, მაგრამ როგორ წარმოგიდგენიათ სასულიერო პირი რანაირად შეიძლება აღმოჩნდეს ამ მდგომარეობაში? მისი ძმა ჩვენს ეპარქიაში მსახურობს, დეკანოზია",- ამბობს მამა დიმიტრი.

რაც შეეხება გავრცელებულ ინფორმაციას იმის შესახებ, რომ ეპარქია დაკავებულს თავდებად უდგება, მამა დიმიტრი ვეკუა ამბობა, რომ შეხვედრაზე ამაზე საუბარი არ ყოფილა.

მამუკა ხაზარაძე - ცვლილებების დროა! ხელისუფლება, რომელიც ემსახურება რუსეთს, უნდა დასრულდეს! „ლელო“ ემსახურება საქართველოს!
ემილ ავდალიანი - არაბული ქვეყნებისთვის და ირანისთვის ახლო აღმოსავლეთის რეგიონთან ჩინეთის ურთიერთობის სუფთა წარსული მეტად მიმზიდველია
ქართული პრესის მიმოხილვა 28.03.2024
საქართველოს თავდაცვის დილემა - რთული არჩევანი რთულ ვითარებაში
ამერიკული სამედიცინო ჰოლდინგი - CooperSurgical-ი საქართველოში ოვამედის ორგანიზებით სამდღიან სემინარს მართავს