თორნიკე რიჟვაძე - წარმატებები, რომელიც გვაქვს ტურიზმის მიმართულებით, არის ჩვენი ეკონომიკური განვითარების და ზრდის მამოძრავებელი ძალა

ბათუმი მსოფლიო ტურიზმის მნიშვნელოვან ღონისძიებას მასპინძლობს. როგორც „ინტერპრესნიუსს“ აჭარის ავტონომიური რესპუბლიკის მთავრობიდან აცნობეს, საქმიანი ტურიზმის ინდუსტრიის ისტორიაში მსგავსი მასშტაბის მასტერკლასი რეგიონში პირველად იმართება. ღონისძიება ტურიზმის ეროვნული ადმინისტრაციის ინიციატივით და გაეროს მსოფლიო ტურიზმის ორგანიზაციისა და საერთაშორისო კონგრესებისა და კონვენციების ასოციაციის მხარდაჭერით ტარდება. ღონისძიება ტურიზმის ეროვნული ადმინისტრაციის უფროსმა მარიამ ქვრივიშვილმა გახსნა.

აჭარის მთავრობის თავმჯდომარე თორნიკე რიჟვაძემ ღონისძიებაზე დამსწრე საზოგადოებას სიტყვით მიმართა და ტურიზმის განვითარებაზე და აჭარის ტურისტულ პოტენციალზე ისაუბრა.

,,მისასალმებელია, რომ მსოფლიოს ტურიზმის მასტერკლასი ტარდება ბათუმში. ის წარმატებები, რომელიც გვაქვს ტურიზმის მიმართულებით არის ჩვენი ეკონომიკური განვითარების და ზრდის მთავარი მამოძრავებელი ძალა. საერთაშორისო მოგზაურების თვალსაზრისით გვაქვს თანმიმდევრული, მზარდი დინამიკა. მთავარ გამოწვევად რჩება არასეზონური ტურიზმის დინამიკა. სწორედ ასეთი კორპორატიული შეხვედრები უზრუნველყოფს, რომ მოვახდინოთ მაქსიმალური დივერსიფიცირება.

საზღვაო ტურიზმის მიმართულებით ჩვენ გვაქვს აღიარებული წარმატება როგორც ადგილობრივ, ასევე საერთაშორისო დონეზე. გარდა ტრადიციული ზაფხულის სეზონისა მნიშვნელოვანია ყოველი თვე დატვირთული იყოს, ვინაიდან ინფრასტრუქტურა, რომელიც შეიქმნა რეგიონში არის საერთაშორისო დონის ღონისძიებების ჩატარების წინაპირობა.

ჩვენ ვამაყობთ, რომ ბათუმი დასახელდა რამდენიმე პრესტიჟული მიმართულებით ერთ-ერთ აღიარებულ ტურისტულ ადგილად. წელს World Travel Awards-ის მიერ ბათუმი დასახელდა ევროპის მზარდ ტურისტულ მიმართულებად. ჩვენ ერთიანი ძალისხმევით ვგეგმავთ, რომ კიდევ უფრო მეტად მოხდეს აჭარის პოზიციონირება” ,- აღნიშნა თორნიკე რიჟვაძემ.

მათივე ინფორმაციით, საერთაშორისო მასტერკლასი ხელს შეუწყობს საქართველოში ბიზნეს ტურიზმის განვითარებას და შეხვედრების, კონგრესებისა და კონფერენციების მოზიდვას საქართველოში.

მასტერკლასს ადგილობრივი კერძო სექტორის და ტურიზმის ეროვნული ადმინისტრაციის საკონვენციო და საგამოფენო ბიუროს წევრი კომპანიების წარმომადგენლები ესწრებიან.

ღონისძიებას როგორც საქართველოდან, ასევე მსოფლიოს სხვადასხვა ქვეყნიდან 120-ზე დელეგატი ესწრებოდა.

დიმიტრი ცქიტიშვილი - სამწუხაროდ, დღეს საქართველო ჩვენი ევროპელი მოკავშირეებისთვის საეჭვო და არასანდო პარტნიორია
ქართული პრესის მიმოხილვა 25.04.2024
ხათუნა ბურკაძე - ევროპისკენ სვლა საქართველოს ისტორიული არჩევანია და მისი მიღწევა ჩვენი კონსტიტუციური ვალია
Mastercard-ის ფინანსური განათლების პროექტის ფარგლებში, სამცხე-ჯავახეთის სახელმწიფო უნივერსიტეტში, ფინანსური კუთხე გაიხსნა
ბერლინის ფილარმონიული ორკესტრის კონცერტებს საქართველოში დენიელ ჰარდინგი უდირიჟორებს
„საქკაბელის“ მიერ წარმოებული სოლარ კაბელის შეძენა უკვე შესაძლებელია
„არქიში“ ერთ დღეში 150 ბინა გაიყიდა