ანონსი  6 დეკემბერი

6 დეკემბერს, 10:00 საათზე, სასტუმროში „შერატონ მეტეხი პალასში“, მონაცემთა დაცვის ევროპული სამართლის სახელმძღვანელოს და პერსონალურ მონაცემთა დაცვის თაობაზე ელექტრონული კურსის (HELP online course) პრეზენტაცია გაიმართება, რომელიც გაგრძელდება მსჯელობით პერსონალურ მონაცემთა დაცვის საერთაშორისო სამართლებრივ დოკუმენტებზე და მათ გავლენაზე საქართველოში.

ღონისძიებას გახსნიან კრისტიან ურსე, ევროპის საბჭოს ოფისის ხელმძღვანელი საქართველოში; ლონდა თოლორაია, სახელმწიფო ინსპექტორი; სოფიო კილაძე, ადამიანის უფლებათა დაცვის კომიტეტის თავმჯდომარე.

საკონტაქტო: თამარ კობახიძე 599 525030

6 დეკემბერს, 10:00 საათზე, საქართველოს განათლების, მეცნიერების, კულტურისა და სპორტის მინისტრის მოადგილე თამარ ქიტიაშვილი სასტუმრო „რედისონში“ პროფესიული განათლების მიმართულებით განხორციელებულ საინფორმაციო კამპანიის დასკვნით ღონისძიებას გახსნის.

მის: ვარდების მოედანი № 1

6 დეკემბერს, 10:00 საათზე, ყოფილი რესპუბლიკური საავადმყოფოს ეზოს გამწვანების სამუშაოები დაიწყება. ღონისძიებას თბილისის მერის მოადგილე მაია ბითაძე დაესწრება.

მის: ვაჟა-ფშაველას #29ა.

საკონტაქტო: სოფო დეკანოსიძე 551 51 55 99

6 დეკემბერს, 10:30 საათზე, ევროპის უნივერსიტეტში გაიმართება ზურაბ ჟვანიას სახელობის ვარსკვლავისა და დარბაზის გახსნის ცერემონია.

ღონისძიებას დაესწრებიან საქართველოს პარლამენტის თავმჯდომარე არჩილ თალაკვაძე, ევროკავშირის ელჩი საქართველოში კარლ ჰარცელი, ევროპის უნივერსიტეტის რექტორი თამარ კერძაია, გაეროს მუდმივი წარმომადგენელი საქართველოში საბინე მახლი და ზურაბ ჟვანიას მეუღლე ნინო ქადაგიძე.

მის: გურამიშვილის გამზ. N76

6 დეკემბერს, 11:00 საათზე, პოლიტიკური გაერთიანება "ქართული ოცნება-დემოკრატიული საქართველოს" ცენტრალურ ოფისში უმრავლესობის სხდომა გაიმართება.

მის: ერეკლე II მოედანი #3

6 დეკემბერს, 11:00 საათზე, „ევროკავშირი-საქართველოს ბიზნეს საბჭოს“ ორგანიზებით, კონფერენცია „შავი ზღვა - საქართველოს შესაძლებლობები და გამოწვევები“ ჩატარდება. კონფერენციაში მონაწილეობას მიიღებენ დიპლომატიური კორპუსის, ქართული და უცხოური ბიზნეს სექტორის წარმომადგენლები, ექსპერტები, ფოთის პორტის, ასევე ანაკლიის განვითარების კონსორციუმის ხელმძღვანელი პირები. კონფერენციის მონაწილეებს საშუალება ექნებათ მოუსმინონ შავი ზღვის აუზის ქვეყნების - თურქეთის, რუმინეთისა და უკრაინის ელჩებს, ევროპის რეკონსტრუქციისა და განვითარების ბანკის რეგიონულ დირექტორს, ექსპერტებსა და პორტების ხელმძღვანელებს.

მის: სასტუმრო „ბილტმორი თბილისი“

საკონტაქტო:მედეა ლაშხია 555 386898; ლელა გოგოლაძე, 598 668806

6 დეკემბერს, 11:00 საათზე, მედიაჰოლდინგ „კვირას“ პრესკლუბში საერთაშორისო ასოციაცია „დაიცავი შენი წილი სამშობლოს“ თავმჯდომარე, თადარიგის პოლკოვნიკი, დოდო გუგეშაშვილი და იურისტი რობიზონ პაპიძე განცხადებას გააკეთებენ.

თემა: ყოფილი მხედრიონელების ვიდეომიმართვა, რომელიც სოციალურ ქსელში გავრცელდა.

მის: კოსტავას ქუჩა 47/57 (ჩაჩავას კლინიკის მოპირდაპირე მხარეს. სასტუმრო „ევროპის“ გვერდით) . III სართული (ლიფტით I). IV ოთახი.

საკონტაქტო: 593 53 45 24

6 დეკემბერს, 11:00 საათზე „ექსპოჯორჯიაში“ გამოფენა გაიხსნება,რომელზეც შეფასებისა და გამოცდების ეროვნული ცენტრი პრეზენტაციას გამართავს თემაზე-რას გულისხმობს შეფასებისა და გამოცდების ეროვნული ცენტრის ახალი პროექტი „შეფასება განვითარებისათვის“ . გამოფენას საქართველოს განათლების, მეცნიერების, კულტურისა და სპორტის სამინისტროს სკოლამდელი და ზოგადი განათლების განვითარების დეპარტამენტის უფროსი ლალი კალანდაძე და შეფასებისა და გამოცდების ეროვნული ცენტრის თავმჯდომარე სოფო გორგაძე გახსნიან.

მის: ა.წერეთლის გამზირი #118

6 დეკემბერს, 11:00 საათზე, წამების, ძალადობისა და მსხვერპლთა ფსიქო – რეაბილიტაციის საერთაშორისო ცენტრ „ემპათიას“ ხელმძღვანელი მარიამ ჯიშკარიანი „მედიაცენტრ მთავარში“ პრესკონფერენციას გამართავს.

თემა: ევროკავშირი 21 ივნისს დაზარალებულებს მსხვერპლებად აღიარებს და მათ დასახმარებლად პროექტს იწყებს.

მის: ლარსის ქუჩა #2 (ვერა. პეტრიაშვილისა და ბარნოვის კვეთასთან, „ანტრე“ როგორც კი დამთავრდება, მარჯვნივ. 3 სართულიანი აგურის შენობა)

საკონტაქტო: ეკა გულუა 599726565

6 დეკემბერს, 11:30 საათზე, მედიაჰოლდინგ „კვირას“ პრესკლუბში, სასულიერო პირები და საინიციატივო ჯგუფის, “ერთიანი და ზნეობრივი საქართველოსთვის” ხელმძღვანელი გურამ ფალავანდიშვილი საგანგებო განცხადებას გააკეთებენ.

თემა: მკრეხელური ფილმის ჩვენება კინოთეატრ „ამირანში“ და საერთაშორისო კინოფესტივალის დაგეგმილი პიკეტირება თბილისში.

მის: კოსტავას ქუჩა 47/57 (ჩაჩავას კლინიკის მოპირდაპირე მხარეს. სასტუმრო „ევროპის“ გვერდით) . III სართული (ლიფტით I). IV ოთახი.

საკონტაქტო: 593 53 45 24

6 დეკემბერს, 12:00 საათზე, მედიაჰოლდინგ „კვირას“ პრესკლუბში, საგანძურის დაცვის საინიციატივო ჯგუფის წევრები, ჟურნალისტი ნინო მიქიაშვილი და ტექნიკურ მეცნიერებათა დოქტორი ზურაბ გელაძე პრესკონფერენციას გამართავენ.

თემა: საფრთხეში მყოფი ხელოვნების მუზეუმის ოქროს ფონდი და მიმართვა პრემიერმინისტრს.

მის: კოსტავას ქუჩა 47/57 (ჩაჩავას კლინიკის მოპირდაპირე მხარეს. სასტუმრო „ევროპის“ გვერდით) . III სართული (ლიფტით I). IV ოთახი.

საკონტაქტო: 593 53 45 24

6 დეკემბრს, 12:00 საათზე, პარლამენტის საფინანსო-საბიუჯეტო კომიტეტის სხდომა გაიმართება.

ილია ჭავჭავაძის სახელობის დარბაზი (C კორპუსი, V სართული)

6 დეკემბერს, 12:00 საათზე თბილისის მერის მოადგილე სოფიო ხუნწარია და მერის მრჩეველი გენდერულ საკითხებში ნინო ბურძენიძე ქალზე ძალადობის წინააღმდეგ მიმართულ აქციაში მიიღებენ მონაწილეობას.

მის: თავისუფლების მოედანი (აქცია ავტობუსების გაჩერებიდან დაიწყება და რუსთაველის გამზირზე მდებარე გაჩერებებსა და საზოგადოებრივ ტრანსპორტში გაგრძელდება)

საკონტაქტო: ჯაბა სიხარულიძე- 577288787

6 დეკემბერს, 12:30 საათზე, ანა დოლიძე და სამედიცინო უნივერსიტეტის სტუდენტები ჯანდაცვის სამინისტროსთან გამართავენ საპროტესტო აქციას და მინისტრს გაუგზავნიან წერილის, სადაც აღნიშნულია საკანონმდებლო დარღვევები, რომელიც 586-ე დადგენილებას შეეხება.

მის: აკ. წერეთლის გამზ. 144

საკონტაქტო ნინი წულაძე - 593 62 01 11

6 დეკემბერს, 13:00 საათზე, პირველ კლასიკურ გიმნაზიაში, ექიმ ვაჟა გაფრინდაშვილის მხარდასაჭერად გაიმართება აქცია სახელწოდებით ,,სკოლა და კლსელები ვაჟა გაფრინდაშვილისთვის".

6 დეკემბერს, 13:00 საათზე, ბათუმის პირველი საერთაშორისო თეატრალური ფესტივალის ფარგლებში, ბათუმის დრამატულ თეატრში, პრესკონფერენცია გაიმართება.

6 დეკემბერს,14:00 საათზე, ვიცე-პრემიერი მაია ცქიტიშვილი და თბილისის მერი კახა კალაძე მზიურის პარკის რეკონსტრუქციის მიმდინარე სამუშაოებს დაათვალიერებენ.

საკონტაქტო: ილონა ხვიჩია - 591705481

6 დეკემბერს, 14.00 საათზე, ქუთაისში, კიკვიძის სკვერთან, „ ევროპული საქართველოს“ ლიდერები, პარტიის წევრები და მხარდამჭერები შეიკრიბებიან და საპროტესტო მსველობით გაემართებიან სამხარეო ადმინისტრაციის შენობისკენ.

საკონტაქტო : მაკუნა ჟვანია 599 43 43 08

6 დეკემბერს, 14:00 საათზე, თბილისის საქალაქო სასამართლოში, 20 ივნისის საქმეზე ბრალდებული ირაკლი ოქრუაშვილის სასამართლო პროცესი გაიმართება.

6 დეკემბერს, 14:00 საათზე, თბილისის საქალაქო სასამართლოში, ხორავას ქუჩაზე დავით სარალიძის მკვლელობის ბრალდებით დაკავებული მიხეილ კალანდიას პროცესი გაიმართება.

6 დეკემბერს, 14:30 საათზე, პარლამენტის საგარეო ურთიერთობათა კომიტეტის სხდომა გაიმართება.

თავდაცვისა და უშიშროების კომიტეტის სათათბირო ოთახი N532 (C კორპუსი, V სართული)

6 დეკემბერს, 15:00 საათზე, სასტუმრო „იოტაში“ განათლების, მეცნიერების, კულტურისა და სპორტის მინისტრის მოადგილე ლევან ხარატიშვილი კულტურული მარშრუტების პირველი ტრენინგ აკადემიის დახურვის ცერემონიას დაესწრება.

6 დეკემბერს, 15:00 საათზე, თბილისის საქალაქო სასამართლოში ფარული აუდიო-ვიდეო ჩანაწერის გავრცელების ფაქტზე ბრალდებული 19 პირის სასამართლო პროცესი გაიმართება.

6 დეკემბერს, 17:00 საათზე, სასტუმრო „რედისონში“ ადამიანით ვაჭრობის (ტრეფიკინგის) მსხვერპლთა, დაზარალებულთა დაცვისა და დახმარების სახელმწიფო ფონდი გენდერული ძალადობის წინააღმდეგ 16-დღიანი კამპანიის ფარგლებში ღონისძიებას გამართავს.

საკონტაქტო : ქეთი ბეროშვილი 577 93 10 21

6 დეკემბერს, 18:30 საათზე, სასტუმრო „რუმსში“ გაიმართება კონრად ადენაუერის ფონდის წარმომადგენლობის სამხრეთ კავკასიაში და ქართული ლიტერატურული ინიციატივის ერთობლივი ორგანიზებით ბერლინის კედლის დანგრევის 30 წლისთავისადმი მიძღვნილი ღონისძიება „ბერლინის კედლის დანგრევა და საქართველო“.

ღონისძიებას დაესწრება და სიტყვით გამოვა გერმანიის ფედერაციული რესპუბლიკის ელჩი საქართველოში ჰუბერტ ქნირში.

6 დეკემბერს, 18:30 საათზე, სასტუმრო „შერატონ გრანდ თბილისი მეტეხი პალასში“ Welcome to Georgia! ტურიზმის ეროვნული დაჯილდოების მეხუთე საიუბილეო ცერემონია გაიმართება. ღონისძიებას დაესწრებიან: ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების მინისტრი ნათია თურნავა, თბილისის მერის მოადგილე სოფიო ხუნწარია, საქართველოს გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის მინისტრის მოადგილე ნინო თანდილაშვილი, ტურიზმის ეროვნული ადმინისტრაციის ხელმძღვანელი მარიამ ქვრივიშვილი, დაცული ტერიტორიების სააგენტოს თავმჯდომარე ვალერიან მჭედლიძე.

მის.: თელავის ქ.20

საკონტაქტო პირი: მარიამ თავართქილაძე - 595356006; ეკა სკოროხოდოვა - 591606999

6 დეკემბერს, 19:00 საათზე, „მაგთი კლუბში“ „თავისუფალი საქართველოს“ ქალთა ორგანიზაციის ინიციატივით - ახალი წიგნის პრეზენტაცია და საქველმოქმედო ღონისძიება გაიმართება. საქველმოქმედო ღონისძიებაზე დაესწრებიან და მონაწილეობას მიიღებენ: ქართული ესტრადის მომღერლები, მსახიობები, მწერლები, პოეტები, მხატვრები და ხელოვნების სფეროს სხვა წარმომადგენლები.

მის: რუსთაველის 22

საკონტაქტო: 599 08 15 84, ხათუნა გელაშვილი

დიმიტრი ცქიტიშვილი - სამწუხაროდ, დღეს საქართველო ჩვენი ევროპელი მოკავშირეებისთვის საეჭვო და არასანდო პარტნიორია
ქართული პრესის მიმოხილვა 25.04.2024
ხათუნა ბურკაძე - ევროპისკენ სვლა საქართველოს ისტორიული არჩევანია და მისი მიღწევა ჩვენი კონსტიტუციური ვალია
Mastercard-ის ფინანსური განათლების პროექტის ფარგლებში, სამცხე-ჯავახეთის სახელმწიფო უნივერსიტეტში, ფინანსური კუთხე გაიხსნა
ბერლინის ფილარმონიული ორკესტრის კონცერტებს საქართველოში დენიელ ჰარდინგი უდირიჟორებს
„საქკაბელის“ მიერ წარმოებული სოლარ კაბელის შეძენა უკვე შესაძლებელია
„არქიში“ ერთ დღეში 150 ბინა გაიყიდა