თორნიკე რიჟვაძემ  ADB-ის გენერალურ დირექტორთან შეხვედრა გამართა

აჭარის მთავრობის თავმჯდომარე თორნიკე რიჟვაძემ აზიის განვითარების ბანკის (ADB) ახლად დანიშნულ გენერალურ დირექტორთან შეინ როზენტალთან გაცნობითი ხასიათის შეხვედრა გამართა - ამის შესახებ „ინტერპრესნიუსს“ აჭარის მთავრობიდან აცნობეს.

მათივე ინფორმაციით, შეხვედრაზე თორნიკე რიჟვაძემ სტუმრებს აჭარაში მიმდინარე და დაგეგმილი მსხვილი პროექტები გააცნო და აღნიშნა, რომ რეგიონში დაგეგმილი პროექტების განხორციელებაში აზიის განვითარების ბანკის მხარდაჭერა მნიშვნელოვანია.

ADB-ისა და საქართველოს თანამშრომლობის სტრატეგიის შესაბამისად, ბანკის საქმიანობის პრიორიტეტულ მიმართულებებს წარმოადგენს გზების, ენერგო სექტორის, წყალმომარაგებისა და წყალარინების სისტემების ინფრასტრუქტურა და მომსახურება. ~

საქართველოში აზიის განვითარების ბანკის წარმომადგენლობის დირექტორად შეინ როზენტალი 2019 წლის შემოდგომაზე დაინიშნა. ბოლო წლებში როზენტალი ADB-ს წარმომადგენლობას სომხეთში ხელმძღვანელობდა.

ხათუნა ბურკაძე - პარლამენტმა არ უნდა მიიღოს კანონპროექტი, რომელიც გვყოფს, გვაპირისპირებს და ჩვენს ევროპულ მომავალს აზიანებს
ვაჟა ბერიძე - გაუწევენ დასავლეთში ივანიშვილს ანგარიშს? ის, ხომ სადღეისოდ, ქვეყანაში ვითარებას აკონტროლებს, მაგრამ უღირს დასავლეთს ივანიშვილთან ახალ პირობებზე გარიგება დადოს?
ქართული პრესის მიმოხილვა 06.05.2024
კახა ოქრიაშვილი - „უცხოეთის გავლენის აგენტების“ შესახებ კანონის მიღება ევროკავშირის კარს ბოქლომს სამუდამოდ დაადებს!
გახსენით ევროპული ანგარიში ევროპულ ბანკში - „პეისერა ბანკი საქართველო“ უსაზღვრო ევროპულ შესაძლებლობებსა და უსაფრთხოების ევროპულ სტანდარტს გთავაზობთ
Tether აღმოსავლეთ ევროპაში საგადახდო სექტორის გაძლიერებას CityPay.io-ში დამატებითი ინვესტიციებით აგრძელებს