გიორგი კახიანი და გივი მიქანაძე გერმანიის  ბუნდესტაგის დელეგაციას შეხვდნენ

საქართველოს პარლამენტის ვიცე-სპიკერმა გიორგი კახიანმა და პარლამენტის აპარატის უფროსმა გივი მიქანაძემ გერმანიის ფედერაციული რესპუბლიკის ბუნდესტაგის დელეგაციასთან შეხვედრა გამართეს - ამის შესახებ „ინტერპრესნიუსს“ საქართველოს პარლამენტიდან აცნობეს.

შეხვედრის ერთ-ერთი მთავარი თემა იყო პროგრამა, რომელსაც გერმანიის ბუნდესტაგი საერთაშორისო საპარლამენტო სტიპენდიის (IPS) ფარგლებში ყოველწლიურად ახორციელებს. პროგრამის ფარგლებში, ახალგაზრდებს შესაძლებლობა ეძლევათ მონაწილეობა მიიღონ შესაბამის კონკურსში და პრაქტიკა გერმანიის ბუნდესტაგში გაიარონ.

შეხვედრაზე მხარეებმა ყურადღება დაუთმეს საქართველო-გერმანიას შორის ორმხრივ კავშირებს, საქართველოს ევროპული მისწრაფებებისადმი გერმანიის მნიშვნელოვან მხარდაჭერას, სხვადასხვა მიმართულებით ორი ქვეყნის თანამშრომლობის საკითხებს.

„შეხვედრაზე ასევე გაესვა ხაზი სხვა მნიშნელოვან საკითხებსაც. აღვნიშნეთ, თუ რამდენად მნიშვნელოვანია ჩვენი ქვეყნისთვის გერმანიასთან ურთიერთობა და ის მხარდაჭერა, რაც საგარეო საკითხებში საქართველოს აქვს გერმანიის მხრიდან.

ბუნდესტაგის წარმომადგენლები დაინტერესდნენ საქართველოში არსებული პოლიტიკური ვითარებით. სტუმრებს გავაცანით საარჩევნო საკითხებთან დაკავშირებული ჩვენი ხედვები და გამოვთქვით მაქსიმალური მზადყოფნა, რომ მომდევნო არჩევნები ჩატარდეს თავისუფალ და სამართლიან გარემოში“,-განაცხადა პარლამენტის თავმჯდომარის მოადგილემ, გიორგი კახიანმა შეხვედრის დასრულების შემდეგ.

გიორგი კახიანის თქმით, ქართული მხარის თხოვნით, გერმანიის ბუნდესტაგის დელეგაციის მხრიდან გამოითქვა მზადყოფნა, მომავალი წლიდან საერთაშორისო საპარლამენტო სტიპენდიის (IPS) პროგრამაში მონაწილეობის შესაძლებლობა მიეცეთ საქართველოს პარლამენტის აპარატის თანამშრომლებსაც.

შეხვედრას გერმანიის ფედერაციული რესპუბლიკის საგანგებო და სრულუფლებიანი ელჩი ჰუბერტ ქნირში ესწრებოდა.

ფარხატ მამედოვი - სომხებმა რაც უნდა ის გააკეთონ, დაგვაყენონ ფაქტის წინაშე, რომ რუსი მესაზღვრეები აღარ დგანან სომხეთ-ირანის საზღვარზე, ამის შემდეგ დადგება ახალი რეალობა და თავის პოზიციას აზერბაიჯანიც ჩამოაყალიბებს
ქართული პრესის მიმოხილვა 25.04.2024
არჩილ მორჩილაძე - AACI-ის გეგმის მიხედვით, 2024 წლის 15 სექტემბრამდე, ყველა კლინიკაში უნდა დასრულდეს ძირითადი აუდიტის პროცესი, რათა შემდეგ დარჩეს დრო ხარვეზების გამოსწორებისა და მაკორექტირებელი გეგმების წარსადგენად
თბილისში ახალი კლინიკა - ჟორდანიას სამედიცინო ცენტრი გაიხსნება
m² კოლაბორაციულ პროექტს იწყებს
GM PHARMA ამერიკის სავაჭრო პალატის (AmCham) წევრი გახდა