რუსეთის საგარეო უწყება მინისტრის მოადგილის ანდრეი რუდენკოსა და ნინო ბურჯანაძის შეხვედრის შესახებ ინფორმაციას ავრცელებს

რუსეთის საგარეო უწყება მინისტრის მოადგილის ანდრეი რუდენკოსა და „დემოკრატიული მოძრაობა-ერთიანი საქართველოს“ ლიდერ ნინო ბურჯანაძის შეხვედრის შესახებ ინფორმაციას ავრცელებს. როგორც საგარეო უწყების ვებგვერდზე გამოქვეყნებულ ინფორმაციაშია ნათქვამი, შეხვედრა 5 დეკემბერს გაიმართა.

„განხილულ იყო რუსულ-ქართული ურთიერთობების მდგომარეობა და პერსპექტივები. რუსული მხრიდან დადასტურდა საქართველოსთან ურთიერთობის ნორმალიზაციაში დაინტერესება, ორ ქვეყანას შორის ავიამიმოსვლის აღდგენის შესაძლებლობის ჩათვლით. მნიშვნელოვანია, რომ თბილისში გამოავლინონ უფრო პასუხისმგებლიანი მიდგომა რუსეთთან ურთიერთობასთან დაკავშირებით.

საქართველოში არსებული სიტუაციის განხილვისას ხაზი გაესვა, რომ მოსკოვში იქ მიმდინარე მოვლენები განიხილება, როგორც ამ ამიერკავკასიის სახელმწიფოს შიდა საქმე. რუსეთი პრინციპულად თავს იკავებს სხვა ქვეყნების შიდა პოლიტიკურ პროცესებში ჩარევისგან. ჩვენ დაინტერესებულები ვართ მშვიდობით და სტაბილურობით საქართველოში და მთლიანად ამიერკავკასიის რეგიონში“, - აღნიშნულია ინფორმაციაში.

.

დიმიტრი ცქიტიშვილი - სამწუხაროდ, დღეს საქართველო ჩვენი ევროპელი მოკავშირეებისთვის საეჭვო და არასანდო პარტნიორია
ქართული პრესის მიმოხილვა 25.04.2024
ხათუნა ბურკაძე - ევროპისკენ სვლა საქართველოს ისტორიული არჩევანია და მისი მიღწევა ჩვენი კონსტიტუციური ვალია
Mastercard-ის ფინანსური განათლების პროექტის ფარგლებში, სამცხე-ჯავახეთის სახელმწიფო უნივერსიტეტში, ფინანსური კუთხე გაიხსნა
ბერლინის ფილარმონიული ორკესტრის კონცერტებს საქართველოში დენიელ ჰარდინგი უდირიჟორებს
„საქკაბელის“ მიერ წარმოებული სოლარ კაბელის შეძენა უკვე შესაძლებელია
„არქიში“ ერთ დღეში 150 ბინა გაიყიდა