რუსთავის მერი ირაკლი ტაბაღუა შშმ პირთა უფლებების დაცვის საერთაშორისო დღესთან დაკავშირებით გამართულ სპორტულ ღონისძიებას დაესწრო

რუსთავის მერი ირაკლი ტაბაღუა, შეზღუდული შესაძლებლობების მქონე პირთა უფლებების დაცვის საერთაშორისო დღესთან დაკავშირებით გამართულ სპორტულ ღონისძიებას დაესწრო.

როგორც „ინტერპრესნიუსს“ რუსთავის მერიიდან აცნობეს, ღონისძიების ფარგლებში, რუსთავის #7 საჯარო სკოლაში ჩატარდა ტურნირები ჭადრაკში, შაშში, ბოჩაში და მაგიდის ჩოგბურთში. სპორტულ აქტივობაში ჩართულები იყვნენ განსაკუთრებული მზრუნველობის საჭიროების რუსთავის დღის ცენტრების აღსაზრდელები. ირაკლი ტაბაღუამ საპრიზო ადგილებზე გასულებს, ქალაქის მერიისგან სამახსოვრო საჩუქრები, სიგელები და მედლები გადასცა.

,, იმ ადამიანებთან ერთად, ვისაც ჩვენი მხრიდან განსაკუთრებული მზრუნველობა სჭირდება, ჩვენ სხვადასხვა ღონისძიებებს ტრადიციულად ვმართავთ. ორიოდე დღის წინ, ცენტრის აღსაზრდელებმა ძალიან საინტერესო მუსიკალური სპექტაკლი წარმოგვიდგინეს, დღეს უკვე სპორტული ღონისძიება გვაქვს. მათი მხრიდან ასეთი აქტივობა ჩვენთვის განსაკუთრებული სიხარულის მომგვრელია. დიდი სურვილი მაქვს, რომ ამ ღონისძიებებში არა მხოლოდ ადგილობრივი ხელისუფლება, არამედ ჩვენი მოსახლეობა და ის ადამიანებიც იყვნენ ჩართული, ვინც რუსთავის ტერიტორიაზე სხვადასხვა ეკომიკურ საქმიანობას ეწევიან. ჩვენ თუ ვიქნებით განსაკუთრებული მზრუნველობის საჭიროების ადამიანების მეგობრები, გვეყვარება ისინი, დამერწმუნეთ, რომ ჩვენს ქვეყანას ნამდვილად დიდი მომავალი ექნება“, - განაცხადა რუსთავის მერმა ირაკლი ტაბაღუამ ჟურნალისტებთან საუბარში.

შეზღუდული შესაძლებლობების მქონე პირთა უფლებების დაცვის საერთაშორისო დღესთან დაკავშირებით, სპორტული ღონისძიება ტრადიციულია და რუსთავი მას ყოველ წელს მასპინძლობს.

ვაჟა ბერიძე - ქართული სახელმწიფოებრიობა საფრთხეშია - ჩვენ ისევ დასამტკიცებელი გვაქვს, რომ თავისუფლებასა და დამოუკიდებლობას ვიმსახურებთ
ნათია ფიფია - დასავლურ საგანმანათლებლო სისტემასთან მიახლოება ხანგრძლივი პროცესია და მოითხოვს, ერთი მხრივ გლობალურ გამოწვევებს ვუპასუხოთ, მეორე მხრივ, მივუახლოვდეთ ქართულ რეალობასთან მორგებულ დასავლურ სტანდარტებს
ქართული პრესის მიმოხილვა 17.07.2025
სებსბერი - მოცვის პლანტაციები გურიაში
Wendy’s®-მა თავისუფლების მოედანზე მორიგი ფლაგმანი რესტორანი გახსნა
ლეგენდების საქველმოქმედო მატჩი ლისაბონში SMH Sports-ის მონაწილეობით გაიმართება
ქართული რივიერა უნიკალური მიკროკლიმატითა და სანაპირო ზოლით - ადგილი, რომელიც ერთი ჩასვლით შეგიყვარდებათ
2026 წლის რაგბის 20-წლამდელთა მსოფლიო ჩემპიონატს საქართველო უმასპინძლებს
BGA-ს დამფუძნებლები გენერალური პროკურორისგან ირაკლი გილაურის წინააღმდეგ საქმის დაუყოვნებლივ გამოძიებას ითხოვენ
სიახლე PSP-ში - ოლიგოთერაპიის ლიდერი ფრანგული ბრენდი „ლაბორატორია გრანიოს” პროდუქტები უკვე საქართველოშია
ახალი ლოკაციები, მაღალი ხარისხი - „რომპეტროლი“ ქსელის გაფართოებას განაგრძობს