გაეროს მსოფლიო ტურიზმის ორგანიზაციის წარმომადგენელი ალესანდრა პრიანტე ბათუმში გამართულ ღონისძიებას მაღალ შეფასებას აძლევს

გაეროს მსოფლიო ტურიზმის ორგანიზაციის წარმომადგენელის ალესანდრა პრიანტეს განცხადებით, საქართველოს ბევრი ინიციატივა აქვს ტურიზმის ინდუსტრიის სხვადასხვა მიმართულებით.

როგორც „ინტერპრესნიუსს“ ტურიზმის ეროვნული ადმინისტრაციიდან აცნობეს, ალესანდრა პრიანტე ბათუმში გამართულ საერთასორისო სემინარს დაესწრო.

„ძალიან მოხარულები ვართ, რომ საქართველოში საერთაშორისო კონგრესებისა და კონვენციების ასოციაციასთან ერთად ვიმყოფებით.

პირველ რიგში, მინდა გითხრათ, რომ როდესაც ხორვატიაში პირველად საერთაშორისო კონგრესებისა და კონვენციების ასოციაციის პრეზენტაცია გაიმართა, ძალიან ბევრი იყო დაინტერესებული ეს ღონისძიება მათ ქვეყნებში გამართულიყო, მაგრამ საქართველომ საკმაოდ მყისიერად იმოქმედა. ტურიზმის ეროვნული ადმინისტრაციის ხელმძღვანელმა მარიამ ქვრივიშვილმა განაცხადა, რომ ეს ღონისძიება საქართველოში უნდა გამართულიყო, ეს მისი ინიციატივა იყო. მან საკმაოდ შთამბეჭდავი პრეზენტაცია ჩაატარა. საქართველოს ბევრი ინიციატივა აქვს ტურიზმის ინდუსტრიის სხვადასხვა მიმართულებით.

საქართველოში ამ მასტერკლასის ჩატარება ძალიან მნიშვნელოვანია საქმიანი ტურიზმის ინდუსტრიაში ჩართულთათვის. როგორც იცით საქმიანი ტურიზმის ინდუსტრია უმნიშვნელოვანესია ტურისტული მიმართულების განვითარების და ტურიზმის პოლიტიკის განსაზღვრისათვის. საერთაშორისო კონგრესებისა და კონვენციების ასოციაცია უმსხვილესი ორგანიზაციაა შეხვედრების ინდუსტრიაში და დარწმუნებული ვარ ძალიან დიდ გამოცდილებას გაუზიარებენ ქართველ კოლეგებს და ასევე საინტერესო თანამშრომლობა ჩამოყალიბდება“, - განაცხადა გაეროს მსოფლიო ტურიზმის ორგანიზაციის წარმომადგენელმა ალესანდრა პრიანტემ ბათუმში გამართულ საერთაშორისო სემინარზე.

საქმიანი ტურიზმის ისტორიაში, პირველად საქართველოში, გაეროს მსოფლიო ტურიზმის ორგანიზაციისა (UNWTO) და საერთაშორისო კონგრესებისა და კონვენციების ასოციაციის (ICCA) ერთობლივი ღონისძიება „მასტერკლასი შეხვედრების ინდუსტრიაში“ გაიმართა. ღონისძიებას როგორც საქართველოდან, ასევე მსოფლიოს სხვადასხვა ქვეყნიდან ტურიზმის ინდუსტრიის 120-ზე წარმომადგენელი დაესწრო.

ფარხატ მამედოვი - სომხებმა რაც უნდა ის გააკეთონ, დაგვაყენონ ფაქტის წინაშე, რომ რუსი მესაზღვრეები აღარ დგანან სომხეთ-ირანის საზღვარზე, ამის შემდეგ დადგება ახალი რეალობა და თავის პოზიციას აზერბაიჯანიც ჩამოაყალიბებს
ქართული პრესის მიმოხილვა 25.04.2024
არჩილ მორჩილაძე - AACI-ის გეგმის მიხედვით, 2024 წლის 15 სექტემბრამდე, ყველა კლინიკაში უნდა დასრულდეს ძირითადი აუდიტის პროცესი, რათა შემდეგ დარჩეს დრო ხარვეზების გამოსწორებისა და მაკორექტირებელი გეგმების წარსადგენად
თბილისში ახალი კლინიკა - ჟორდანიას სამედიცინო ცენტრი გაიხსნება
m² კოლაბორაციულ პროექტს იწყებს
GM PHARMA ამერიკის სავაჭრო პალატის (AmCham) წევრი გახდა