ბათუმში ოპოზიციის წარმომადგენლები აჭარის მთავრობის სახლამდე საპროტესტო მსვლელობას გეგმავენ

ერთად, ერთის წინააღმდეგ“ - ამ ლოზუნგით ბათუმში ოპოზიციის წარმომადგენლები ცენტრალური პარკიდან აჭარის მთავრობის სახლამდე საპროტესტო მსვლელობას გეგმავენ.

ცენტრალურ პარკში შეკრებილები აცხადებენ, პარლამენტის პარალელურად, აჭარის უმაღლეს საბჭოში პროპორციული საარჩევნო სისტემით უნდა მოხდეს არჩევა.

„აჭარის მთავრობის თავმჯდომარემ განაცხადა, რომ არც აჭარის უმაღლეს საბჭოში ჩატარდება პროპორციული წესით არჩევნები. ამ აქციით თორნიკე რიჟვაძეს ვეუბნებით, რომ ეს მისი პრეროგატივა არ არის და გადაწყვეტილება აჭარის უმაღლესმა საბჭომ უნდა მიიღოს“, - განაცხადა აქციის ერთ-ერთმა მონაწილემ, გიორგი კირთაძემ.

ვახტანგ ძაბირაძე - 30 წელზე მეტია, ჩვენთან ერთად თუ ვინმეა საქართველოს სუვერენიტეტის დამცველი, ჩვენი დასავლელი პარტნიორები არიან
ემილ ავდალიანი - ამიერიდან ირანი და ისრაელი მეტოქეობის განსხვავებულ ეტაპზე გადავიდნენ
ქართული პრესის მიმოხილვა 18.04.2024
კახა ოქრიაშვილი - საქართველოს მოსახლეობის 95% ევროპის გავლენის აგენტები ვხდებით!
საქართველოს ხელოვანები მიმდინარე პროცესებს ეხმიანებიან
Samsung Knox-მა 2024 წლის ტელევიზორებში უსაფრთხოების მაღალი სტანდარტების უზრუნველყოფისთვის CC სერტიფიკატი მიიღო