აჭარის მთავრობის სახლთან ოპოზიციამ აქცია გამართა

აჭარის მთავრობის სახლთან გაერთიანებული ოპოზიციის აქცია დასრულდა. აქციის მონაწილეები რეგიონის მთავრობისგან აჭარის უმაღლეს საბჭოში პროპორციული საარჩევნო სისტემის განხილვას ითხოვდნენ.

აქციის მონაწილეების განცხადებით, პარლამენტის პარალელურად, აჭარის უმაღლესი საბჭო პროპორციულ საარჩევნო სისტემაზე უნდა გადავიდეს.

„კანონპროექტი ინიცირებულია. იყო საყოველთაო განხილვა, საკომიტეტო მოსმენები, ახლა უნდა რიჟვაძეს, რომ ისევე „გადააგდოს“ ხალხი, როგორც ივანიშვილმა", - განაცხადა უმაღლესი საბჭოს „ერთიანი ნაციონალური მოძრაობის" დეპუტატი გია აბულაძე.

აჭარის მთავრობის სახლთან სამართალდამცავები იყვნენ მობილიზებული.

მამუკა ხაზარაძე - ცვლილებების დროა! ხელისუფლება, რომელიც ემსახურება რუსეთს, უნდა დასრულდეს! „ლელო“ ემსახურება საქართველოს!
ემილ ავდალიანი - არაბული ქვეყნებისთვის და ირანისთვის ახლო აღმოსავლეთის რეგიონთან ჩინეთის ურთიერთობის სუფთა წარსული მეტად მიმზიდველია
ქართული პრესის მიმოხილვა 28.03.2024
საქართველოს თავდაცვის დილემა - რთული არჩევანი რთულ ვითარებაში
ამერიკული სამედიცინო ჰოლდინგი - CooperSurgical-ი საქართველოში ოვამედის ორგანიზებით სამდღიან სემინარს მართავს