იმერეთში სახელმწიფო რწმუნებული, ქუთაისში ოპოზიციის მიერ დღეს დაგეგმილ აქციასთან დაკავშირებით, საზოგადოებას მიმართავს

სახელმწიფო რწმუნებული იმერეთში, ზვიად შალამბერიძე, ქუთაისში, ოპოზიციის მიერ დღეს დაგეგმილ აქციასთან დაკავშირებით საზოგადოებას მიმართავს.
„საქართველოში სიტყვისა და გამოხატვის თავისუფლება დაცულია და კანონის ფარგლებში ყველას შეუძლია საკუთარი პოზიციის დაფიქსირება.
შეურაცხყოფა და აგრესია, რიგ შემთხვევებში საპასუხო ქმედებას იწვევს, ამიტომ ყველას მოვუწოდებ, თავი შეიკაონ ძალადობის პროვოცირებისგან და ძალადობისგან.
ყოველგვარი დაპირისპირება, ძალადობა და ძალადობის პროვოცირება ჩვენთვის მიუღებელია.
კანონის ფარგლებში მოქმედება ყველა მოქალაქის ვალდებულებაა და ამ ჩარჩოებიდან გასვლას ბუნებრივია, მოყვება სამართლებრიბი რეაგირება. ჩვენი ქალაქი და მუნიციპალიტეტი ჩვეულ რეჟიმში განაგრძობს მუშაობას და იმედი მაქვს, დაგეგმილი აქცია ჩვენ ყოველდღიურ საქმიანობას არ შეაფერხებს“, - ნათქვამია ზვიად შალამბერიძის მიმართვაში.

























