გიორგი ვაშაძე ქუთაისის ბაზრობის ტერიტორიაზე მოსახლეობას ხვდება და აქციაზე მისვლისკენ მოუწოდებს

გიორგი ვაშაძე ქუთაისის ბაზრობის ტერიტორიაზე მოსახლეობას ხვდება და აქციაზე მისვლისკენ მოუწოდებს

„ახალი საქართველოს“ ლიდერი გიორგი ვაშაძე ქუთაისის ბაზრობის ტერიტორიაზე მოსახლეობას ხვდება. გიორგი ვაშაძე ფლაერებს არიგებს და მოსახლეობას კიკვიძის სკვერში შეკრებისა და მშვიდობიანი მსვლელობის შესახებ ინფორმაციას აწვდის.

შეგახსენებთ, რომ დღეს, 14:00 საათზე, ქუთაისში ოპოზიციონერი ლიდერები და მათი მხარდამჭერები კიკვიძის სკვერში იკრიბებიან, საიდანაც აღმაშენებლის მოედნის მიმართულებით მსვლელობას გამართავენ.