გიორგი მარგველაშვილი - ზურაბ ჟვანია  იყო ადამიანი, რომელმაც ევროპული ტრადიცია შეიტანა პარლამენტში

ზურაბ ჟვანია იყო ადამიანი, რომელმაც ევროპული ტრადიცია შეიტანა პარლამენტში, რომ ოპოზიციაც შენი საპარლამენტო პროცესის ნაწილია და ამ ყველაფრის დღევანდელობაში გადმოტანა მგონი ბევრ იმ პრობლემას გადაწყვეტს, რომელიც ქართული პოლიტიკის წინაშე დგას, - ამის შესახებ საქართველოს ყოფილმა პრეზიდენტმა გიორგი მარგველაშვილმა ევროპის უნივერსიტეტში განაცხადა, სადაც ის საქართველოს ყოფილი პრემიერ-მინისტრის, ზურაბ ჟვანიას ვარკვლავის და მისი სახელობის დარბაზის გახსნას ესწრებოდა.

გიორგი მარგველაშვილის განცხადებით, მისთვის ძალიან მნიშვნელოვანია, რომ „უნივერსიტეტებში და ჩვენს აქტიურ ცოდნაში ზურაბ ჟვანია აქტიური და ცოცხალი იყოს".

„ის არის პოლიტიკოსი, რომლის მოღვაწეობაც მარტო ერთი ფრაზით, რომელიც ვიცით: „მე ვარ ქართველი და, მაშასადამე, მე ვარ ევროპელი", არ შემოიფარგლება. ზურაბ ჟვანია ბევრად უფრო მდიდარია და დიდი მნიშვნელობა ჰქონდა მის მოღვაწეობას ამ ფრაზის მიღმა. ეს იყო ადამიანი, რომელმაც ევროპული ტრადიცია შეიტანა პარლამენტში, უმცირესობების უფლებები, ოპოზიციის უფლებები, მათი უფლებების აქტიურად დაფიქსირება, აქტიური თანამშრომლობა, არამარტო იმის განცდა, რომ შენ ხარ უმრავლესობაში, არამედ იმის განცდა, რომ ოპოზიციაც შენი საპარლამენტო პროცესის ნაწილია და ამ ყველაფრის გაცოცხლება, დღევანდელობაში გადმოტანა მგონი ბევრ იმ პრობლემას გადაწყვეტს, რომელიც ქართული პოლიტიკის წინაშე დგას“, - განაცხადა მარგველაშვილმა.

ცნობისთვის, ევროპის უნივერსიტეტში ქართველი პოლიტიკოსის, საქართველოს ყოფილი პრემიერ-მინისტრის ზურაბ ჟვანიას სახელობის ვარსკვლავი და მისი სახელობის დარბაზი გაიხსნა. ჩატარდა წიგნის „ზურაბ ჟვანია - ოფიციალური განცხადებები, გამოსვლები, ინტერვიუები" პრეზენტაციაც.

ფარხატ მამედოვი - სომხებმა რაც უნდა ის გააკეთონ, დაგვაყენონ ფაქტის წინაშე, რომ რუსი მესაზღვრეები აღარ დგანან სომხეთ-ირანის საზღვარზე, ამის შემდეგ დადგება ახალი რეალობა და თავის პოზიციას აზერბაიჯანიც ჩამოაყალიბებს
ქართული პრესის მიმოხილვა 25.04.2024
არჩილ მორჩილაძე - AACI-ის გეგმის მიხედვით, 2024 წლის 15 სექტემბრამდე, ყველა კლინიკაში უნდა დასრულდეს ძირითადი აუდიტის პროცესი, რათა შემდეგ დარჩეს დრო ხარვეზების გამოსწორებისა და მაკორექტირებელი გეგმების წარსადგენად
თბილისში ახალი კლინიკა - ჟორდანიას სამედიცინო ცენტრი გაიხსნება
m² კოლაბორაციულ პროექტს იწყებს
GM PHARMA ამერიკის სავაჭრო პალატის (AmCham) წევრი გახდა