ლონდა თოლორაია მონაცემთა დაცვის ევროპული სამართლის სახელმძღვანელოსა და ელექტრონული სწავლების კურსის პრეზენტაციას დაესწრო

ევროპის საბჭომ საქართველოს სახელმწიფო ინსპექტორის სამსახურთან თანამშრომლობით, მონაცემთა დაცვის ევროპული სამართლის სახელმძღვანელო და მონაცემთა დაცვისა და პირადი ცხოვრების ხელშეუხებლობის შესახებ HELP-ის ელექტრონული სწავლების კურსი საზოგადოებას წარუდგინა.

სახელმწიფო ინსპექტორის აპარატის ინფორმაციით, ღონისძიებაზე სტუმრებს სიტყვით მიმართა სახელმწიფო ინსპექტორმა ლონდა თოლორაიამ. მისივე თქმით, აღნიშნული სწავლების კურსის საშუალებით, საქართველოს სახელმწიფო ინსპექტორის სამსახური, კიდევ უფრო დაუახლოვდეს საერთაშორისო სტანდარტებს.

„დღეს იწყება ძალიან მნიშვნელოვანი სასწავლო კურსი. ეს სასწავლო კურსი ჩატარდება, როგორც სახელმწიფო ინსპექტორის სამსახურის თანამშრომლებისათვის, ასევე, ყველა იმ პირისთვის, რომლებიც სხვადასხვა უწყებაში პერსონალური მონაცემების დაცვას აკონტროლებენ. აღნიშნული კურსი ჩვენ მოგვცემს იმის საშუალებას, რომ ჩვენი მუშაობა კიდევ უფრო დაუახლოვდეს საერთაშორისო სტანდარტებს და ჩვენი ყოველდღიური საქმიანობა ევროპული სტანდარტების შესაბამისი იყოს“, - განაცხადა ლონდა თოლორაიამ.

როგორც „ინტერპრესნიუსს“ საქართველოს სახელმწიფო ინსპექტორის სამსახურიდან აცნობეს, მოწვეულ სტუმრებს კურსის მნიშვნელობაზე საქართველოში ევროპის საბჭოს ოფისის ხელმძღვანელი კრისტიან ურსე და საქართველოს პარლამენტის ადამიანის უფლებათა დაცვისა და სამოქალაქო ინტეგრაციის კომიტეტის თავმჯდომარე სოფიო კილაძე ესაუბრნენ.

მათივე ინფორმაციით, ღონისძიებას ესწრებოდა როგორც კერძო და საჯარო სექტორის, სამოქალაქო საზოგადოების 100-მდე პრაქტიკოსი იურისტი, ასევე, ევროპის საბჭოსა და საფრანგეთის მონაცემთა დაცვის ორგანოს წარმომადგენლები.

„მონაცემთა დაცვის ევროპული სამართლის სახელმძღვანელო და HELP-ის ონლაინ კურსი აღწერს მონაცემთა დაცვის სფეროში ევროპულ სტანდარტებსა და სასამართლო პრაქტიკას. ამ ინსტრუმენტების ქართულ ენაზე თარგმნით და გამოქვეყნებით, რომელშიც სახელმწიფო ინსპექტორის სამსახური აქტიურად იყო ჩართული, ევროპის საბჭო და სახელმწიფო ინსპექტორის სამსახური პერსონალურ მონაცემთა დაცვის საკითხებზე ქართველ პრაქტიკოს იურისტთა ცნობიერების ამაღლებას და ამ მიმართულებით საქმიანობის გაუმჯობესებას ისახავს მიზნად.

პრეზენტაციის შემდეგ გაიმართა დისკუსია მონაცემთა დაცვის სფეროში არსებული საერთაშორისო სამართლებრივი აქტებისა და საქართველოზე მათი გავლენის შესახებ.

ღონისძიება გაიმართა ევროპის საბჭოს პროექტის ,,მონაცემთა დაცვის გაძლიერება საქართველოში” ფარგლებში, საქართველოს სახელმწიფო ინსპექტორის სამსახურთან თანამშრომლობით“, - ნათქვამია ინფორმაციაში.

ფარხატ მამედოვი - სომხებმა რაც უნდა ის გააკეთონ, დაგვაყენონ ფაქტის წინაშე, რომ რუსი მესაზღვრეები აღარ დგანან სომხეთ-ირანის საზღვარზე, ამის შემდეგ დადგება ახალი რეალობა და თავის პოზიციას აზერბაიჯანიც ჩამოაყალიბებს
ქართული პრესის მიმოხილვა 25.04.2024
არჩილ მორჩილაძე - AACI-ის გეგმის მიხედვით, 2024 წლის 15 სექტემბრამდე, ყველა კლინიკაში უნდა დასრულდეს ძირითადი აუდიტის პროცესი, რათა შემდეგ დარჩეს დრო ხარვეზების გამოსწორებისა და მაკორექტირებელი გეგმების წარსადგენად
თბილისში ახალი კლინიკა - ჟორდანიას სამედიცინო ცენტრი გაიხსნება
m² კოლაბორაციულ პროექტს იწყებს
GM PHARMA ამერიკის სავაჭრო პალატის (AmCham) წევრი გახდა