ქუთაისში, კიკვიძის სკვერში შეკრებილ ოპოზიციის ლიდერებსა და მათ მხარდამჭერებს კვერცხები დაუშინეს

ქუთაისში, კიკვიძის სკვერში შეკრებილ ოპოზიციის ლიდერებსა და მათ მხარდამჭერებს, ახლომდებარე ერთ-ერთი შენობის სახურავიდან კვერცხები დაუშინეს.

როგორც „ინტერპრესნიუსის“ კორესპონდენტი ადგილიდან იუწყება, აქციის მონაწილეებმა მოწინააღმდეგეებს ხუმრობით უპასუხეს. კერძოდ, ქუდები გაუწოდეს და მიმართეს, რომ „კვერცხები იქ ჩაეყარათ“.

ამ წუთებში ოპოზიციის ლიდერები და მათი მხარდამჭერები ქუთაისში, კიკვიძის სკვერში არიან შეკრებილნი, საიდანაც აღმაშენებლის მოედნისკენ მსვლელობას გამართავენ.

იხილეთ ვიდეო

ბიძინა ლებანიძე - ცენტრალური ხელისუფლების დონეზე ახლო მომავალში ულტრამემარჯვენე მთავრობის მოსვლა საფრანგეთში უფროა მოსალოდნელი, ვიდრე გერმანიაში
ვაჟა ბერიძე - რუსეთ-უკრაინის ომის დასრულების შემდეგ ჩვენს რეგიონს ემუქრება სერიოზული დესტაბილიზაციის საფრთხე, რადგან რუსეთი აქ დასაბრუნებლად ყველაფერს გააკეთებს
ქართული პრესის მიმოხილვა 07.09.2026
„ვაინ კახეთი“: MUNDUS VINI-ზე გაგზავნილმა ორივე ღვინომ ოქროს მედლები დაიმსახურა
PSP-მ ახალი კონცეფციის მესამე ინოვაციური აფთიაქი გახსნა
სილქ როუდ ჯგუფის საკრედიტო რეიტინგი გაუმჯობესდა