ფოთში საზოგადოების ცნობიერების ამაღლების კამპანია - „გაიგე მეტი ტექინსპექტირების შესახებ“ გაიმართა

„გრინვეი“, საზოგადოების ცნობიერების ამაღლების კამპანიის ფარგლებში - „გაიგე მეტი ტექინსპექტირების შესახებ“, ფოთის მოსახლეობას შეხვდა. ამის შესახებ „ინტერპრესნიუსს“ “გრინვეიდან“ აცნობეს.

მათი ინფორმაციით, „გრინვეის“ ტექნიკურმა პერსონალმა შეკრებილ საზოგადოებას ის აპარატურა წარუდგინა, რომლის საშუალებითაც ავტოსატრასპორტო საშუალებების გამონაბოლქვში CO-ს შემცველობის და კვამლიანობის დადგენა ხდება. ასევე, მოსახლეობას რიგლოსკოპის გამოყენების პროცედურა გააცნეს, რომლის საშუალებით მოწმდება ფარების სინათლის ნაკადის მიმართულება.

„გრინვეის“ ინსპექტორებმა მოსახლეობას დეტალურად გააცნეს ყველა ის პარამეტრი, რომელზეც მოწმდება ავტომობილები ტექნიკური ინსპექტირების გავლის პროცესში.

„გრინვეის“ რეგიონულმა კოორდინატორმა გიგა მოწყობილმა შეკრებილ საზოგადოებასთან პერიოდული სავალდებულო ტექნიკური ინსპექტირების რეფორმის მნიშვნელობა შეაფასა გზებზე უსაფრთხოების, ავტოპარკის გაჯანსაღების, ავტოსაგზაო შემთხვევათა შემცირების და ეკოლოგიური მდგომარეობის გაუმჯობესების თვალსაზრისით.

ფოთში გამართული აქციით „გრინვეიმ“ დასავლეთ საქართველოში მიმდინარე საზოგადოების ცნობიერების ამაღლების კამპანია დაასრულა. „გრინვეი“ მსგავს შეხვედრებს მოსახლეობასთან მომავალშიც გააგრძლებს.

ფარხატ მამედოვი - სომხებმა რაც უნდა ის გააკეთონ, დაგვაყენონ ფაქტის წინაშე, რომ რუსი მესაზღვრეები აღარ დგანან სომხეთ-ირანის საზღვარზე, ამის შემდეგ დადგება ახალი რეალობა და თავის პოზიციას აზერბაიჯანიც ჩამოაყალიბებს
ქართული პრესის მიმოხილვა 25.04.2024
არჩილ მორჩილაძე - AACI-ის გეგმის მიხედვით, 2024 წლის 15 სექტემბრამდე, ყველა კლინიკაში უნდა დასრულდეს ძირითადი აუდიტის პროცესი, რათა შემდეგ დარჩეს დრო ხარვეზების გამოსწორებისა და მაკორექტირებელი გეგმების წარსადგენად
თბილისში ახალი კლინიკა - ჟორდანიას სამედიცინო ცენტრი გაიხსნება
m² კოლაბორაციულ პროექტს იწყებს
GM PHARMA ამერიკის სავაჭრო პალატის (AmCham) წევრი გახდა