ქუთაისში, კიკვიძის პარკში, სადაც ოპოზიციური პარტიების ლიდერები და მათი მხარდამჭერები იყვნენ შეკრებილი, ინციდენტი მოხდა

ქუთაისში, კიკვიძის პარკში, სადაც ოპოზიციური პარტიების ლიდერები და მათი მხარდამჭერები იყვნენ შეკრებილი, ინციდენტი მოხდა.

ინციდენტი უცნობი პირის გამოჩენამ გამოიწვია, რომელმაც „ახალი საქართველის“ ლიდერის, გიორგი ვაშაძის მიმართულებით ბოთლი ისროლა.

აღნიშნულს მოჰყვა აქციის მონაწილეთა გაღიზიანება, რის შემდეგაც უცნობმა პირმა ტერიტორია დატოვა.

„ვიღაც იყო, ერთი პროვოკატორი და მოვუწოდე ყველას, რომ დავმშვიდებულიყავით. „ქართული ოცნების“ სტანდარტია ძალადობის გამოწვევა და ჩვენ არ ავყვებით ძალადობაში. მათ არ აქვთ ის ძალა, რომ დიდი პროვოკაცია მოაწყონ და იქნება ასეთი მცირე პროვოკაციები, რასაც ჩვენ არ ავყვებით,“- განაცხადა გიორგი ვაშაძემ.

კიკვიძის პარკიდან ამ წუთებში აქციის მონაწილეებმა აღმაშენებლის მოედნის მიმართულებით მსვლელობა დაიწყეს.

დიმიტრი ცქიტიშვილი - სამწუხაროდ, დღეს საქართველო ჩვენი ევროპელი მოკავშირეებისთვის საეჭვო და არასანდო პარტნიორია
ქართული პრესის მიმოხილვა 25.04.2024
ხათუნა ბურკაძე - ევროპისკენ სვლა საქართველოს ისტორიული არჩევანია და მისი მიღწევა ჩვენი კონსტიტუციური ვალია
თბილისში ახალი კლინიკა - ჟორდანიას სამედიცინო ცენტრი გაიხსნება
m² კოლაბორაციულ პროექტს იწყებს
GM PHARMA ამერიკის სავაჭრო პალატის (AmCham) წევრი გახდა
Mastercard-ის ფინანსური განათლების პროექტის ფარგლებში, სამცხე-ჯავახეთის სახელმწიფო უნივერსიტეტში, ფინანსური კუთხე გაიხსნა
ბერლინის ფილარმონიული ორკესტრის კონცერტებს საქართველოში დენიელ ჰარდინგი უდირიჟორებს
„საქკაბელის“ მიერ წარმოებული სოლარ კაბელის შეძენა უკვე შესაძლებელია
„არქიში“ ერთ დღეში 150 ბინა გაიყიდა